spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"რადას სპიკერი მადლობას გიხდის და ბოკერია და უგულავა...

“რადას სპიკერი მადლობას გიხდის და ბოკერია და უგულავა რომ შენით უკმაყოფილონი არიან, ესე იგი ძალიან სწორად ცხოვრობ” – გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯების პოზიტიურად შეფასება განსჯის საგანი გახდა და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების კრიტიკაც დაიმსახურა, რასაც გრიგოლ ვაშაძის მიერ ჟურნალისტებთან საკუთარი პოზიციის განმარტება მოჰყვა, შესაბამისი მაგალითების დასახელებით:

,,ის წიკვინი, რომელიც ატყდა იცით რა? – მარტივად გეტყვით – რადას სპიკერი მადლობას გიხდის და ბოკერია და უგულავა რომ შენით უკმაყოფილონი არიან, ესე იგი ძალიან სწორად ცხოვრობ.

რაც შეეხება მე, ჩემთვის სულ ერთი არის აბსოლუტურად, როდესაც სწორი ნაბიჯი არის გადადგმული, ვისზე უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ სწორი არის.
ჩამოგითვალოთ კიდევ ერთხელ:

  • უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია გაეროში;
  • მიცემული ხმა რუსეთის გარიცხვისთვის ევროპის საბჭოდან;
  • კოსპონსორობა დიდ ბრიტანეთთან ერთად იმ სარჩელისა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ 32-მა სახელმწიფომ ცივილიზებულმა, დემოკრატიულმა შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში.

კიდევ არის სამი რამ, რომელიც ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ არ არის ამის დრო.
ვინც ვერ გაიგო იმათ მე ეხლა ვერ ვუშველი. სილამაზის კონკურსში არ ვმონაწილეობ, რომ ყველას მოვწონდე. ის რაც მომეწონა ამაზე ვერავინ შემედავება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...