spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენს ევროპელ კოლეგებს მივმართავთ თხოვნით, რომ მხედველობაში არ...

“ჩვენს ევროპელ კოლეგებს მივმართავთ თხოვნით, რომ მხედველობაში არ მიიღონ “ქართული ოცნების” უმსგავსო განცხადებები, რადგან საქართველო იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ

მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში და ევროკავშირში დაჩქარებული წესით კანდიდატების მიღება – ამ თემებზე იმსჯელებენ “სტრატეგია აღმაშენებლის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეები ბრიუსელში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციონერი ლიდერები გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ნატოს სამიტის პარალელურად შეხვედრები ექნებათ აშშ-ს წარმომადგენლებთან და ასევე “ალდეს”-სთანაც, სადაც ასევე წევრიანდება ვოლოდიმერ ზელენკის პარტია “ხალხის მსახური”-ც. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროპელ კოლეგებთან ექნებათ თხოვნა, რომ “ქართული ოცნების” უმსგავსო განცხადებები მხედველობაში არ მიიღონ, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა:

სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბრიუსელში ერთობლივ ვიზიტზე უარი თქვა, რომელიც ძალიან დაეხმარებოდა საქართველოს საგარეო ასპარეზზე ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხს. მივდივართ ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები – ხათუნა სამნიძე, თამარ კეკენაძე და მე. გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ასევე იქნება “ალდეს” სამიტი, სადაც ვოლოდიმერ ზელენსკის პარტია გაწევრიანდება “ალდეს” ოჯახში, რომლის წევრიც გახლავთ “სტრატეგია აღმაშენებელი”, “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები”.

ჩვენ ვიმსჯელებთ ორ საკითხზე: პირველი ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსული აგრესიის შესაკავებლად და მეორე რა უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მივიღოთ დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენს ევროპელ კოლეგებს ასევე მივმართავთ თხოვნით, რომ მხედველობაში არ მიიღონ “ქართული ოცნების” უმსგავსო განცხადებები, რადგან საქართველო იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...