spot_img
მთავარიეს საინტერესოაგარდაიცვალა გენიალური რეჟისორი, მხატვარი, მწერალი რეზო გაბრიაძე

გარდაიცვალა გენიალური რეჟისორი, მხატვარი, მწერალი რეზო გაბრიაძე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორის, მხატვრისა და მწერლის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო.

რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. როგორც მხატვარს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი იყო.

რეზო გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც იყო. მან 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც დღემდე თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და გამოირჩევა საინტერესო და ინდივიდუალური არქიტექტურით. თეატრმა თავისი სპექტაკლებით -„ალფრედი და ვიოლეტა”, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები”, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” და სხვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. თეატრის ფასადზე სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი – „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.

რეზო გაბრიაძის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს რეზო გაბრიაძის ოჯახს, თეატრის დასს და სრულიად ქართულ საზოგადოებას.

საინფორმაციო სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენიალური ქართველი რეჟისორის, მხატვრის, მწერლის – რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...