პარასკევი, აპრილი 26, 2024

11-12 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონსა და უბანში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა სამუშაოს გამო:

11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ცისკარიშვილის (ნაწილობრივ), რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის, დადიანის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, გულუას, ისპაჰანლის, იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძის და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

 

გეგმური სამუშაოების გამო 12 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ახვლედიანის და ალექსანდრე ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული