სამშაბათი, ივნისი 17, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 2 პაციენტი, კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 2 პაციენტი, კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი დაემატა

ქუთაისში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ადგილობრივ ინფექციურ საავადმყოფოს Covid19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებსაც ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ, კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან კიდევ ორი პაციენტი დაგვემატა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ ბაქოში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, შედარებით რთულია ქალის მდგომარეობა, რომელსაც თანმდევი პათოლოგიები აქვს“,- განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს, ორი კი, საეჭვო სიმპტომებით, ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული. მათ ლაბორატორიული კვლევა უტარდებათ.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...