spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის სისტემაზე საუბრობს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ რეალობაზე საუბრობს:

კატასტროფული ვითარება ჯანდაცვის სისტემაში

ერთ-ერთი ჩემი სიამაყის საგანი არის, ჩვენს მიერ დატოვებული თანამედროვე კლინიკების სისტემა. პრაქტიკულად, ყველა ახალი საავადმყოფო 2010-12 წლებში აშენდა.

ჩვენ გვქონდა 3-4 წელზე გაწერილი გეგმა მედ-პერსონალის პროფესიონალიზმის და ანაზღაურების მკვეთრი მომატების, სადაზღვევო სისტემის განვითარების და სამედიცინო სისტემის მუდმივი მოდერნიზაციის.

მაგალითად ჩემი გეგმა იყო, ყველა ექიმის და ექთნების მნიშვნელოვანი ნაწილის ევროპაში და ამერიკაში გაგზავნა გადასამზადებლად, სახელმწიფოს ხარჯზე და შემდეგ თურქეთზე უკეთესი სამედიცინო ტურიზმის განვითარება. ამ ყველაფრის განხორციელება ვერ მოვასწარით ვინაიდან საქართველოში დაიწყო ქოციანობა. რა სიტუაციაა ახლა?

ძალიან დაბალი ანაზღაურება

უდიდესი სხვაობაა საავადმყოფოების მმართველების და მენეჯმენტის და სამედიცინო პერსონალის ხელფასებს შორის. თუ მაგალითად დაზღვევა 1 პაციენტის მკურნალობაში იხდის 1000 ლარს, მკურნალ ექიმს აქედან ეძლევა მხოლოდ 50-60 ლარი. ამ ფაქტის გამო ექიმები, ექთნები და სანიტრები იძულებული არიან იმუშაონ რამდენიმე ადგილზე, რათა თავი ირჩინონ.

ამ მძიმე გრაფიკის გამო, მათი მუშაობის ხარისხი ზარალდება, განსაკუთრებით უმცროსი მედპერსონალი არის საშინელი დილემის წინ, ან აქ იმუშაონ 3-4 სამსახურში და სახლში პრაქტიკულად არ იყვნენ ან წავიდნენ ძირითადად ევროპაში მოხუცების მოსავლელად და იმ მომენტისთვის როცა თვითონ ხდებიან მოსავლელები, როგორც წესი უპატრონოდ რჩებიან.

ძალიან მაღალი გადასახადი პაციენტებისთვის

პაციენტების უმრავლესობა იხდის საერთო თანხის 30%-ს, რაც დღევანდელი ფასების პირობებში ძალიან მძიმე ტვირთია ოჯახებისთვის, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მძიმე დაავადებებს, მაგალითად ონკოლოგიას, რომელიც განსაკუთრებით გახშირებულია ამ ბოლო წლებში, პირველ რიგში ახალგაზრდებში.

კატასტროფა ახალი თაობის გაზრდის საკითხში

ძალიან გაძვირებულია რეზიდენტურა, იმისთვის რომ ეს თანხა გადაიხადონ, რეზიდენტები იძულებული არიან იმუშაონ სასწრაფოში ან თუნდაც სხვა მედიცინასთან კავშირის არ მქონე სამსახურებში, შესაბამისად ისინი ქანცგაცლილები დადიან კლინიკებში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათგან ხარისხიანი ექიმები გამოვიდეს.

ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით. წარმოუდგენელი კორუფციაა სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში, თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, ჩემი პროგნოზით მაქსიმუმ 1 წელიწადში სადაზღვევო სისტემა ჩამოიშლება და 3-4 წელიწადში საქართველო დარჩება ექთნების და სანიტრების გარეშე და ექიმების უმეტესობაც მიატოვებს სფეროს, თუნდაც ამიტომ არიან ესენი სასწრაფოდ მოსაშორებლები.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გასაკუთრებით პოზიტიურ,...

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...