spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ეს არ არის ჩვენი არჩევანი - ეს არის...

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” გადასარჩენად მივიღეთ” – ტელეკომპანიის განცხადება

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

ხელისუფლების მხრიდან ერთწლიანი ფინანსური ზეწოლისა და შედეგად შექმნილი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო, ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” იძულებულია, დროებით გადავიდეს საგანგებო, შემცირებულ სამუშაო რეჟიმზე.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ ერთი მიზნით – შევინარჩუნოთ “თრიალეთი”, არ შევწყვიტოთ მაუწყებლობა და უახლოეს მომავალში სრულფასოვანი მუშაობის აღდგენა შევძლოთ.

“თრიალეთი” მაუწყებლობას არ წყვეტს. ვაგრძელებთ მუშაობას იმ მინიმალური რესურსით, რომელიც ამ ეტაპზე გაგვაჩნია. თუმცა, არსებული ვითარების გამო, დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ მაუწყებლობის სრულად შეწყვეტა.

გვჯერა, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვლება და, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, სრულფასოვან მაუწყებლობას დაუყოვნებლივ აღვადგენთ.

გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს, პარტნიორსა და მხარდამჭერს, რომლებიც ამ მძიმე პერიოდში ჩვენს გვერდით დგანან და “თრიალეთის” არსებობას მხარს უჭერენ.

ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” გადასარჩენად მივიღეთ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...