ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:
“ქალზე ხელის აღმართვა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ძალიან მძიმე ფაქტია. თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია!ჩაუშალეს ადამიანს ქორწილი, შეურაცხყოფა მიაყენეს ნეფე-პატარძალს და დაძაბულობა უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანეს.
არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას.
თუ საქმე გამოძიებამდე მივიდა, მაშინ მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი კი არ უნდა შეფასდეს, არამედ იმ ადამიანების ქმედებებიც, რომლებმაც პროვოკაცია მოახდინეს, მათ შორის აპარატურის დაზიანებისა და ინციდენტის გამოწვევის გარემოებებიც!” – წერს ნინი ბადურაშვილი.
ინფორმაციისთვის: თელავში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში გამართული ქორწილის დროს კონფლიქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთი ნომრის აივნიდან, სავარაუდოდ რუსმა ტურისტმა ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ სტუმრებს, დამათ სხვადასხვაგვარი სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში, საკითხის გასარკვევად, ქორწილის მონაწილე ავიდა, თუმცა მძიმე საუბარი ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

