15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8 წლის ხიზირი წყალში გადახტა…
“4 მოზარდი მდინარეზე საბანაოდ იყვნენ და ერთი მათ შორის მდინარეში შესული შველას ითხოვს, დანარჩენი 3 ძალიან პატარაა ასაკით ამ საქმისთვის და გადაწყვეტილებას იღებენ უფროსებისთვის შეტყობინებას და დახმარების თხოვნას, მაგრამ აქ ხდება სრულიად წარმოუდგენელი.
8 წლის ხიზირის სიტყვები ისმის იმ სუფთა სპეტაკი გულიდან წამოსული – ჩვენ რა კაცები არ ვართ და გარბის აბობოქრებული მდინარისკენ, მეგობრის გადასარჩენად“, – წერს სოციალურ ქსელში მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი…
ხიზირის მეგობარი გადარჩა, მაგრამ მდინარის დინებამ გაიტაცა ხიზირი, დაუნდობელი იყო წყლის სტიქია.
სხვადასხვა ეროვნების და რელიგიური მწამსის ასობით ადამიანი თავდაუზოგავად იყო ჩართული ხიზირის საძიებო ოპერაციაში. ერთი კვირა მოლოდინებით იყო აღსავსე კავკასიის რეგიონი და არა მხოლოდ. ტრაგედიამ უამრავი ადამიანის გულები შეძრა.
სამწუხაროდ ხიზირი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…
ათეულობის ათასი ადამიანი დაესწრო ხიზირ დერბიჩევის გასვენებას, ამაყი ინგუში ერის წარმომადგენლის სპეტაკი სულის და უზომოდ დიდი გულის მქონე პატარა ანგელოზის გასვენებას…
სააგენტო “პარალელი” იზიარებს ხიზირის ოჯახის და ახლობლების უზომო ტკივილს

