პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, პოლიტიკურ პარტიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“პოლიტიკურ პარტიებში მიმდინარე პროცესები ბაბლის იქით, ადამიანებისთვის ნაკლებად არის განმსაზღვრელი. მაქსიმუმ, სერიალური დრამატურგიის ინტერესს თუ შევხვდებით.
პარტიულ პარადოქსულ ცვლილებებში თუ ზარალდება, ბაბლი ზარალდება, რომ ხელახალი სწორება და განწყობითი ფორმირება სჭირდებათ, თუმცა მაგაშიც დახელოვნდნენ ჩვენს პარადოქსულ პარტიულ პოლიტიკაში.
მეტიც, პარტიული პოლიტიკა არსებითად გამართობელ ფუნქციას ატარებს, ყურადღების კონცენტრაციას დროებით აძლიერებს და რეალითი შოუს ელემენტებით ამძაფრებს.
პარტიებმაც და მეტწილად პარტიულმა პოლიტიკოსებმა კარგა ხანია დაკარგეს რაიმე შინაარსობრივი ინტერესი და შერჩათ მხოლოდ სასერიალო და გამართობელი ფუნქცია“, – წერს არჩილ გამზარდია.

