spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა” – კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილმა რაც არ უნდა თქვას, 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრები იყო რეალური და ყველას კარგად ახსოვს, როგორ უსწორდებოდა რეჟიმი პატიმრებს.

წლების განმავლობაში ადამიანების უფლებების მიზანმიმართული შელახვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, განსხვავებული აზრის დევნა ხდებოდა. ადამიანებს უფლება არ ჰქონდათ, რომ საკუთარი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფრიდან კვეთავდნენ. ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბროდნენ და ყველას გვახსოვს მოსახლეობა რამხელა ტერორის ქვეშ იყო.

სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ფაქტი ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს, პატიმრებს როგორ უსწორდებოდნენ. გვახსოვს ის მძიმე კადრები, რომლებიც კასრებიდან მოიპოვეს. ეს ყველაფერი იმდენად უმძიმესი იყო, გახსენებაც კი მიჭირს.

ახლა სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რა ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე. სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...