ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას და მის მიერ პროკურატურასთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ნინო წილოსანი:
“რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები იქნებიან ნაწყენები და ეს ბუნებრივია.
თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან.
ეს ყველა რისკები მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის არ იქნებოდა სასურველი, მათ შორის, სასამართლო პროცესები, ალბათ სწორედ ამას უზრუნველყოფს ანუ უამრავი მოწმე იკითხება, უამრავი ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო მან გადაწყვეტილება…
დეტალები თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

