spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარი რასაც მე მივაღწიე საქართველოსთვის არის მენტალური რევოლუცია"...

“მთავარი რასაც მე მივაღწიე საქართველოსთვის არის მენტალური რევოლუცია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და მისი ხელისუფლების დროინდელ წარმატებებზე საუბრობს:

მთავარი რასაც მე მივაღწიე საქართველოსთვის არის არა ახალი ბათუმი, სიღნაღი, ხიდები, აეროპორტები, გზები და ტურიზმი, არა საპარლამენტო ცენტრი ქუთაისში და ახალი კურორტები, არა დენის მოყვანა, მთავარი არის მენტალური რევოლუცია.

ქართველებმა ისწავლეს, რომ “ქართული ჯიგრული პონტი” სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა მრავალრიცხოვანი დამპყრობლების მიერ თავს მოხვეული პალიატივი, რათა ქართველებს მეტი აღარასდროს ეფიქრათ საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე.

მათ აითვისეს, რომ კორუფცია ცუდია და მათ აზარალებს, რომ აბრაგები და კანონიერი ქურდები არანაირი რომანტიკის მატარებლები არ არიან, რომ სწავლა და შრომა კარგია და ერთადერთი გზაა წარმატებისკენ. მოდი ვთქვათ სიმართლე – ეს ელემენტარული მცნებები უცხო იყო ქართველთა უმრავლესობისთვის 2004 წლისთვის.

კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა 70-იან, 80-იან წლებში, როცა სახელმწიფოსგან მოპარვა საპატიო იყო, ქურდებს არა მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში გამოსახავდნენ დადებით გმირებად, არამედ საპატიო ადგილი ეკავათ ყველა სამეზობლოში. მაღალ შეფასებად ითვლებოდა ვინმეზე იმის თქმა, რომ მან გაიარა ქუჩის აკადემია. 90-იან წლებში ამ ყველა ინსტინქტმა ბოლომდე ამოხეთქა და გადაიზარდა საძმოების ძალადობაში, ნარკომანიაში და უთვალავ ტრაგედიებში.

სწორედ 2004 წლიდან იწყება ამ ყველაფრის შემობრუნება და ქართველების სულ სხვა რელსებზე გადასვლა. რელსებზე რომელმაც მიგვიყვანა სრულფასოვანი წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე. ქართველებმა ვირწმუნეთ რომ შეგვეძლო ვყოფილიყავით თანასწორი თანასწორთა შორის.

ეს იყო მძიმე დაბრკოლებებით აღსავსე გზა. კანონიერი ქურდები იდგნენ 7 ნოემბრის უკან და აფინანსებდნენ საარჩევნო კამპანიებს (ეს ჩემი დასკვნა კი არაა, არამედ FBI-ს და ავსტრიის პოლიციის). ასობით ათასი კორუმპირებული პოლიციელი, მოხელე, ლექტორი, რომელთაც დაკარგეს მარცხენა შემოსავალი აგვიჯანყდნენ.

ამ ყველაფერს დაემატა აღვირახსნილი რუსული პროპაგანდა თავისი “მოპარული ორგანოებით” და “მოჭმული ძუძუებით” და რა თქმა უნდა, ამას დაემატა ჩემი და ჩემი თანამებრძოლების დაშვებული შეცდომები. ყველაფერმა ამან გაორებული და საკმაოდ მწარე გემო დატოვა ჩვენი ერის მენტალიტეტში და ამიტომაა, რომ დღესაც კი ბევრს უჭირს ჩემი სახელის წარმოთქმა და დამსახურებების აღიარება.

და მაინც მე გავიმარჯვე. ეს ახალგაზრდები რომლებიც ბოლომდე იბრძვიან თავისუფლებისთვის არ ეპუებიან არანაირ საფრთხეს და უარს აცხადებენ ბოროტებასთან შეგუებაზე, სწორედ იმ 9 რევოლუციური წლის შვილები არიან, მიუხედავად იმისა აღიარებენ თუ არა ამას.

ივანიშვილი და ქოცებიც თავისებური კულტურული ფენომენი არიან, ისინი გვექაჩებიან იქ, სადაც დაბრუნების გზა მე დიდი ხანია ავაფეთქე და ერთადერთი რაც რჩებათ არის ჩემთან პიროვნული ანგარიშსწორება.

ერთადერთი კითხვა ისაა, რამდენ ხანს უყურებს ამას მშვიდად ქართველი ხალხი?” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს” – გიორგი კეკელიძე გიგა...

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...