spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯერ თქვენ გაუშვით ხამენეი მოსკოვში, მერე ჩვენ მივაყოლებთ...

“ჯერ თქვენ გაუშვით ხამენეი მოსკოვში, მერე ჩვენ მივაყოლებთ ივანიშვილს” – მიხეილ სააკაშვილი ფერეიდნელ ქართველებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და მიმართავს ფერეიდნელ ქართველებს:

მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ, უთვალავი შეხვედრა გამიმართავს, მაგრამ ყველაფერს აღემატება ის ემოცია, რომელიც განვიცადე ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრის დროს.

ეს იყო ყველაზე კარგი შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში და დღეს სწორედ ფერეიდნელ ქართველებს მინდა მივმართო ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩემო დებო და ძმებო, შვილებო, საყვარელო თანამემამულეებო მოგმართავთ ირანში მიმდინარე აქციების ფონზე. მოლების რეჟიმი არის უდიდესი ბოროტების წყარო ის დიდი ხანია დალპა და ყარს. მათი ბატონობის დასრულება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელს რეგიონს, მათ შორის თქვენს მშობლიურ საქართველოსაც, რომელიც ასევე იბრძვის თავისუფლებისთვის.

ასე რომ ჩემო ძვირფასებო მოგიწოდებთ ბრძოლისკენ. გამოდით ალავერდ უნდილაძის მიერ აშენებულ ისპაჰანის და თეირანის ქუჩებში. ნუ შეუშინდებით რეპრესიებს, გაზს, ცეცხლს დაჭერებს, შეერკინეთ უსამართლობას! გახსოვდეთ ვისი მოდგმის ხართ. ის რომ თქვენს გენშია ჩადებული ჩაგვრასთან არ შეგუება, მოიპოვეთ თქვენი და ჩვენი თავისუფლება!

ჯერ თქვენ გაუშვით ხამენეი მოსკოვში, მერე ჩვენ მივაყოლებთ ივანიშვილს.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ წმინდა ბრძოლაში. თქვენი მიშა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...