spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა...

“შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ, ნაკაცარო შალიკო” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე შალვა ნათელაშვილზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე, “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მოყოლილ ერთ-ერთ ისტორიას, მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

ოპოზიციის კლოუნს, ფულზე გაყიდულს და ქვეყნის გამყიდველ შალიკო ნათელაშვილს მინდა პასუხი გავცე – ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს არათუ გინება, ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ უთქვამს არასოდეს არც საჯაროდ, არც პირად საუბრებში არათუ გუნდის წევრების, არამედ ყველზე რადიკალურად განწყობილი ოპონენტის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გინებაზე მეტსაც იმსახურებს.

ეს ბინძური ტყუილი ნათელაშვილისგან არ მიკვირს, მაგრამ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვიცი სართულიანი გინებები და არ დაგაკლებდი ახლა არაფერს, უბრალოდ შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ, ნაკაცარო შალიკო“, – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი (დიტო) სამხარაძე.

ინფორმაციისთვის – შალვა ნათელაშვილი ვიდეოს ავრცელებს სადაც ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს ნეგატიურ კონტექსტში:

საშინელი გინება სცოდნია ბიძინა ივანიშვილს, მისგან გამოქცეულებმა როგორც მითხრეს, მათ შორის და კადრებს არჩევს ამის მიხედვით. აგინებს, აყენებს შეურაცხყოფას, მათ შორის, დედას აგინებს და ვინც მოითმენს, მაგალითად კობახიძე, ღარიბაშვილი, აი ის მოსწონს და მერე იმას აწინაურებს“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...