spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბოლო დროს ოპოზიციონერმა პოლიტიკანებმა, ენჯეო-"ბაბლმა" და ცალკეულმა საყველპურო...

“ბოლო დროს ოპოზიციონერმა პოლიტიკანებმა, ენჯეო-“ბაბლმა” და ცალკეულმა საყველპურო ექსპერტებმა ენა შეაჩვიეს ჩვენს ქვეყანას ტერმინებით…” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე განმარტებებს აკეთებს საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ ტერმინებთან დაკავშირებით:

ბოლო დროს ოპოზიციონერმა პოლიტიკანებმა, ენჯეო-„ბაბლმა“ და ცალკეულმა საყველპურო ექსპერტებმა ენა შეაჩვიეს ჩვენს ქვეყანას ტერმინებით „ტოტალიტარიზმი“, „ავტორიტარიზმი“, „დიქტატურა“, თუმცა, ფაქტოლოგიაში იჭრებიან.

ამ პოლიტიკოს თუ ექსპერტ „აკაცუკებმა“ ჯერ ქვეყნის კონსტიტუცია წაიკითხონ და მერე გაიაზრონ, თუკი შეუძლიათ, არის თუ არა ქვეყანაში დიქტატურა ან ტოტალიტარიზმი.

3,5 მილიონიან ქვეყანაში 10-მდე მოქმედი(!) ოპოზიციური პარტიაა, 15000 მოქმედი(!) ენჯეო და 30-მდე სხვადასხვა სახის მოქმედი(!) ოპოზიციური მედია. მათ აქვთ სრული თავისუფლება 24/7 რეჟიმში აკრიტიკონ და ლანძღონ ხელისუფლება, უწყვეტ რეჟიმში მოაწყონ მიტინგ/მანიფესტაციები (მათ შორის ძალადობრივი). და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ავტოკრატია, დიქტატურა ან ტოტალიტარიზმია?! მათ 2003-2012 „დემოკრატიის შუქურა“ ენატრებათ!

ძალიან გასაგები და მიწიერი ენით ავუხსნი ზოგზოგებს, რომ ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი გარკვეული დოზით არის დიქტატურა. თუმცა, ყველა დიქტატურა არ შეიძლება განვიხილოთ ტოტალიტარულ რეჟიმიდან. ტოტალიტარიზმი არის დიქტატურის, რომ იტყვიან „უკიდურესი“ ფორმა, რომელიც მაქსიმალურად იჭრება ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში. ეხლა თავად განსაჯეთ, საქართველოში მსგავსი რამ ხდება?!” – წერს ფეისვუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერის” აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას” – ნიკა გვარამია

მმართველ გუნდში განხორციელებილ საკადრო ცვლილებების გამომწვევ სკანდალურ მიზეზებზე აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...