spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!" - ვატო შაქარიშვილი

“აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი აშშ-ს მიერ ვენესუელაში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას კონკრეტული მინიშნებებით და შეთავაზებებით ეხმაურება:

ქართველ ლიბერდებილებს უხარიათ ვენესუელაში განხორციელებული ოპერაცია, რადგან ამ მოვლენის არც შინაარსი ესმით და არც მისი შესაძლო ეფექტი დანარჩენ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე. ისეთი აღფრთოვანებულები არიან, როგორც ბავშვობაში ჰოლივუდური თრილერის ყურების შემდეგ ვიყავით ხოლმე. თანაც, ყველაზე კომიკური ისაა, რომ რეალურად საქართველოს სწორედ იმისკენ უბიძგებენ მთელი ეს წლებია, რამაც ვენესუელა ამ შედეგამდე მიიყვანა. როდესაც გყავს დიდი და ძლიერი მეზობელი, არ შეიძლება მასთან დაპირისპირებულ (მით უმეტეს, ომში მყოფ) ბანაკში აღმოჩნდე, სხვა კონტინენტზე არსებული ჰიპოთეტური მოკავშირის დახმარების იმედად.

აშშ არასოდეს ყოფილა იმ წესების ერთგული, რომლებიც დიდწილად სწორედ მისივე შექმნილია – “ამერიკული ბომბი ხომ ყოველთვის ტკბილი იყო და ცეცხლის ნაცვლად დემოკრატიას აღვივებდა“… მაგრამ ახლა არამხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების დეკლარაციით, არამედ კონკრეტული ქმედებებით აშშ ბოლომდე ანგრევს აქამდე არსებულ წესრიგს.

ნარკოტიკების სარჩულად ამოდება განსაკუთრებული ცინიზმია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებისგან პოლიტიკურ ცინიზმს მიჩვეულია მსოფლიო. ნარკოტიკებისგან ქვეყნის დაცვა საზღვრის და ქვეყნის შიგნით კრიმინალის კონტროლის გზით არის შესაძლებელი და ეს ვერ იქნება სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის და მისი პრეზიდენტის გატაცების ლეგიტიმაციის საფუძველი. თუმცა, არც რეალური მიზანი დაუმალავს ტრამპს – საერთაშორისო სამართალი იმიტომ გადავჯეგეთ, რომ ვენესუელაში არსებულ ნავთობის მარაგებს ამერიკული კომპანიები დაპატრონებოდნენო.

ასეთია რეალობა და ამ მოცემულობას საქართველომ თვალი უნდა გაუსწოროს.
უუხ, ეგრე მოუხდება მადუროს, მაგან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“ – მსგავსი ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და მომხდარი კიდევ ერთ გაკვეთილად მივიღოთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით იმ ბანაკს მივაკუთვნებთ საქართველოს, რომელიც რუსეთთან ომშია. ამ მისწრაფებამ გახვია უკრაინა გამანადგურებელ ომში, ამ პოლიტიკამ მოგვიტანა 2008 წლის ომი და ტერიტორიების ოკუპაცია.

ამიტომ, აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის!” – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ...

როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის, შსს ახალი...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...