,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით და მმართველ პარტიას კონკრეტული გზავნილებით მიმართავს:
,,ერთი რამ იცოდეთ! უკრაინის უკან დიდი ძალა დგას. ევროპას, სულ რომ არ უნდოდეს, მაინც მოუწევს უკრაინის დახმარება და მის მხარეს დგომა. უკრაინა აკავებს რუსეთს! სწორედ უკრაინაა ამ წუთას ევროპის ფარი. ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინის დახმარება ნიშნავს მთელი ევროპის დახმარებას.
ევროპელების გარდა, უკრაინას ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს კანადა, ავსტრალია, იაპონია და ახალი ზელანდია. ასევე, ირიბად უკრაინის მხარდამჭერები არიან ისრაელი და სამხრეთ კორეა.
აშშ-ში, დემოკრატების გარდა, რესპუბლიკურ პარტიაშიც ჰყავს უკრაინას სერიოზული მხარდამჭერები, ერთ-ერთი მათგანია სენატორი უიკერი. უკრაინის მხარდამჭერი რესპუბლიკელები ასევე გაერთიანებულნი არიან გავლენიანი კონგრესმენების, ჯონ ბეიკონისა და ლინდსი გრემის გარშემო.
ასე რომ, ქოცებო, ნუ იზეიმებთ წინასწარ უკრაინის კაპიტულაციას, ეს არ მოხდება! იმაზე იდარდეთ, რომ პრორუს დიქტატორებს ვენესუელაში, ირანსა და უნგრეთში ბოლო ჟამი უდგათ! დაფიქრდით, ვინ იქნება შემდეგი. 😉 🇬🇪🇪🇺🇺🇦🇺🇸”, – განაცხადა ლაშა დიაროვმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


