ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
15.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1803

პრეზიდენტის დონეზე ხდება აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიის გამაგრება – შალვა ნათელაშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაეროს ასემბლეაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი და საკმაო მწვავე შეფასებას აძლევს:

ვუსმენ ახლა პრეზიდენტის გამოსვლას…

დამერწმუნეთ, როგორც დარბაზში, ისე მის გარეთ მყოფმა მსოფლიო პოლიტ-ელიტამ, ასევე რიგითმა მსმენელმაც ვერაფერი ვერ გაიგო იმის თაობაზე, თუ ვინაა ჩვენი ოკუპანტი, დამაქცევარი და რატომ ვდგავართ სახელმწიფოებრივად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე.

ვფიქრობ პუტინის პირად მდივანს არ ეშინია თავისი მბრძანებლის ისე, როგორც ამათ. მიუღებელია და მავნებლურია საქართველოს პრეზიდენტის ტირილი გაერო-ს ტრიბუნიდან ე.წ. აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენაზე, მით უფრო სოხუმის დაცემისა და გაგრის ტრაგედიათა დღეებში, თანაც იმ დროს, როცა ქართველთა, ქართული ენის, კულტურის გენოციდი, ამ წუთებშიც, დაუსჯელად მიმდინარეობს აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში.

ნაცვლად იმისა, რომ ამ უმაღლესი ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს ვაგებინებდეთ აფხაზური ენა-კულტურის ქართულობასა და აფსოურ-ადიღეურის, როგორც რუსეთიდან ტროას ცხენად შემოტანილ სეპარატისტული პროდუქტზე – პრეზიდენტის დონეზე ვამაგრებთ აფსოური სახელმწიფოებრიობის იდეოლოგიას.

მეტი არაა ჩემი მტერი ასე რაიმე დავიბრუნოთ“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

გაკაცებული ქალების ბლატაობის ყურება უფრო მაღიზიანებს პოლიტიკურ ველზე ვიდრე ქალების გულწრფელი ბრაზი და ცრემლები – ბაია პატარაია

“საფარის” ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია ქალების პოლიტიკაში აქტიურობას მიესალმება და მიაჩნია, რომ ქალების პოლიტიკაში გამოჩენა ბევრ ცვლილებას მოიტანს არა მარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც.

მიეჩვიეთ როგორ ლაპარაკობენ ქალები – ემოციურად და პირდაპირ.

წავიდა ის დრო, როცა ჰალსტუხწაჭერილი, თავდაჯერებული და ვაჟნი ლაპარაკის მანერა ითვლებოდა საუკეთესოდ.

ქალების პოლიტიკაში გამოჩენა ბევრ ცვლილებას მოიტანს და არა მარტო შინაარსით, არამედ ფორმითაც.
მიიღეთ! 

პ.ს. მე მაგალითად გაკაცებული ქალების ბლატაობის ყურება უფრო მაღიზიანებს პოლიტიკურ ველზე ვიდრე ქალების გულწრფელი ბრაზი და ცრემლები, რომელიც მართლა არ გავს ხოლმე კაცის ქცევას“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ბაია პატარაია.

 

ბიჭო, ახლა არ მინდა ეგ ლაპარაკი, თავი გააკონტროლე – ბექა ნაცვლიშვილი ანრი ოხანაშვილს მიმართავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, სიტყვით გამოსვლისთვის კონკრეტული დროის გამოყოფის გაურკვევლობის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ:

ანრი ოხანაშვილის მიმართვაზე – “ცოტა თავი გააკონტროლე“, არ დააყოვნა ბექა ნაცვლიშვილის პასუხმა:

ბიჭო, ახლა არ მინდა ეგ ლაპარაკი, თავი გააკონტროლე, მე ნუ მეუბნები და დაფიქრდი რას მეუბნები. წესიერებაზე ბიჭო, შენ მე ნუ მომიწოდებ-მეთქი რა. ნუ აძლევ ზედმეტის უფლებას შენს თავს. მარტივ კითხვას გისვამ, მარტივი პასუხი გამეცი.

შენი სასწავლებელი არაფერი არ მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა.

ნახე რა, თავში აუვარდა“.

წელს თბილისობის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი „თბილისობა 2019“-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს გამოეხმაურა.

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება, საზეიმო ღონისძიებები კი ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

წელს თბილისობის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები; ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; ორბელიანის ღია ბაზარი; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისობის ფარგლებში ჩატარდება კიდევ რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის: 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“.

6 ოქტომბერს, 20:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „მუარე“ – ესაა აკრობატების საჰაერო შოუ როკ მუსიკის თანხლებით და ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გველის წინ. გიწვევთ ყველას, თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს, დიდებსა თუ პატარებს და ვფიქრობ, ძალიან მხიარული და სასიამოვნო დღეები გველის წინ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა

ხალხის მონაწილეობის გარეშე დემოკრატია ძლიერი ვერ იქნება – არჩილ თალაკვაძე

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების თაობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო განხილვები გვაქვს. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ უკვე ვესაუბრეთ მოქალაქეებს თელავში, რუსთავში, ახალციხეში, მცხეთასა და გორში – მოვისმინეთ მათი მოსაზრებები და ვუპასუხეთ კითხვებს.

ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვ, მომდევნო შეხვედრებზეც აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში, დასვან მეტი კითხვა და გამოთქვან მოსაზრებები, რადგან კარგად ვიცით, რომ ხალხის მონაწილეობის გარეშე, დემოკრატია ძლიერი ვერ იქნება“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

ჩვენთან რომ გაქვთ დიდი გული, თუ რამის თავი გაქვთ ასე ომახიანად ოკუპანტებს დაუდექით და შეაჩერეთ მცოცავი ოკუპაცია – დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ნებიერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.

დღეს ქალაქის სასამართლოსთან ხელისუფლების დავალებით მანდატურებმა მოგვიწყვეს იაფფასიანი პროვოკაცია:

მიტინგის მონაწილეებს მოგვთხოვეს ორი ნაბიჯით წინ წავწეულიყავით, რამე თუ სასამართლოს შენობას მოშორებული ვიყავით არა დადგენილი 20 მეტრით, არამედ 18 მეტრით.

თქვე ლაჩრებო, ჩვენთან, რომ დიდი გული გაქვთ და ორი ნაბიჯი არ გვაპატიეთ, თუ რამის თავი გაქვთ ასე ომახიანად ოკუპანტებს დაუდექით და შეაჩერეთ ყოველდღიური მცოცავი ოკუპაცია. მაგრამ, ვინ მოგცათ თქვენ ამის ვაჟკაცობა თქვე ლაჩრებო და დოქსოფულოებო. თქვენ ხომ მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებთან გაქვთ დიდი გული“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე დავით ნებიერიძე.

FIFA-ს 2019 წლის საუკეთესოები: ლიონელ მესის ტრიუმფი

მილანში გაიმართა, FIFA-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალი. ცერემონიალის წამყვანები იყვნენ ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუდ გულიტი და იტალიელი ჟურნალისტი, საოცრად მომხიბვლელი ილარია დამიკო.

2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს საფეხბურთო კლუბ “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლიონელ მესი.  “ოქროს ბურთის” პრეტენდენტები იყვნენ, ასევე, “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო და ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დეიკი.

საფეხბურთო სამყაროს საუკეთესოები დასახელდნენ სხვა კატეგორიებშიც:

წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს ლივერპულის მეკარე ალისონი.

საუკეთესო მწვრთნელი – იურგენ კლოპი.

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – მეგან რეპინო.

ღმერთის და ადამიანების წინაშე ვარ “ცამდე მართალი”! – დიმიტრი გაბუნია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც მიესალმება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. დიმიტრი გაბუნია კატეგორიულად უარყობს რაიმე სახის შემხებლობას აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში და აცხადებს, რომ იგი “ცამდე მართალია”, ხოლო ყველაფერს ღიად იტყვის პროკურატურაში:

საზოგადოებასთან ერთად მეც მაინტერესებს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო იგი პრეზიდენტს და რატომ მოხდა ასეთი ფაქტი. როცა ჩამოვედი, თათბირზე მეც გამოვედი და პრეზიდენტსაც პირადად ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილებები არის მიუღებელი. პრეზიდენტმა არაფერი მიპასუხა, შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და მომხდარზე პასუხი ვერ მივიღე.

სულმოუთქმელად ველოდები ბატონი შალვა თადუმაძის უწყებაში მისვლას და ყველაფერი აბსოლიტურად, რასაც ახლა ვიძახი, ღიად ვთქვა.

მე ამას ასე არ დავტოვებ.ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომლებიც ამ კვირეების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეუბნებით, ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება.

ღმერთის და ადამიანების წინაშე ვარ “ცამდე მართალი”! საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი! აი მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა პასუხს კანონის სრული სიმკაცრით მოვითხოვ ცილისწამებისთვის“, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

სამების საკათედრო ტაძარში მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა

ა.წ. 22 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მე-60 საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 800-მდე  ბავშვი გახდა.

დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-მდე ნათლული ჰყავს.

საოცრად ამაღლებული განწყობა და ბედნიერი ატმოსფერო სუფევდა სამების საკათედრო ტაძარში, რაც ფოტოებზეც ცხადად იკითხება.

ფოტოები საპატრიარქოს ოფიციალური საიტიდან

“ქართული ოცნება” ოფიციალურად გაიფორმებს იმ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დაენგრია – ანა დოლიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე თავიდანვე უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში დაწყებულ, უზენაესი მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა მოსმენის პროცესს:

იმ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს ატარებენ და ერთი და იგივე გზავნილებს იმეორებენ, მხოლოდ და მხოლოდ “ოქტომბრელები” შეიძლება ეწოდოთ.

სამწუხაროს, ეს არის ბოლო ეტაპი ამ ფასადური პრტოცესის, როდესაც “ქართული ოცნება” ოფიციალურად გაიფორმებს იმ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დაენგრია მას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.