ეკონომიკის ექსპერტი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ნებიერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.
“დღეს ქალაქის სასამართლოსთან ხელისუფლების დავალებით მანდატურებმა მოგვიწყვეს იაფფასიანი პროვოკაცია:
მიტინგის მონაწილეებს მოგვთხოვეს ორი ნაბიჯით წინ წავწეულიყავით, რამე თუ სასამართლოს შენობას მოშორებული ვიყავით არა დადგენილი 20 მეტრით, არამედ 18 მეტრით.
თქვე ლაჩრებო, ჩვენთან, რომ დიდი გული გაქვთ და ორი ნაბიჯი არ გვაპატიეთ, თუ რამის თავი გაქვთ ასე ომახიანად ოკუპანტებს დაუდექით და შეაჩერეთ ყოველდღიური მცოცავი ოკუპაცია. მაგრამ, ვინ მოგცათ თქვენ ამის ვაჟკაცობა თქვე ლაჩრებო და დოქსოფულოებო. თქვენ ხომ მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებთან გაქვთ დიდი გული“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე დავით ნებიერიძე.