შაბათი, აპრილი 20, 2024

ღმერთის და ადამიანების წინაშე ვარ “ცამდე მართალი”! – დიმიტრი გაბუნია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც მიესალმება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. დიმიტრი გაბუნია კატეგორიულად უარყობს რაიმე სახის შემხებლობას აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში და აცხადებს, რომ იგი “ცამდე მართალია”, ხოლო ყველაფერს ღიად იტყვის პროკურატურაში:

საზოგადოებასთან ერთად მეც მაინტერესებს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო იგი პრეზიდენტს და რატომ მოხდა ასეთი ფაქტი. როცა ჩამოვედი, თათბირზე მეც გამოვედი და პრეზიდენტსაც პირადად ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილებები არის მიუღებელი. პრეზიდენტმა არაფერი მიპასუხა, შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და მომხდარზე პასუხი ვერ მივიღე.

სულმოუთქმელად ველოდები ბატონი შალვა თადუმაძის უწყებაში მისვლას და ყველაფერი აბსოლიტურად, რასაც ახლა ვიძახი, ღიად ვთქვა.

მე ამას ასე არ დავტოვებ.ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ცრუ ბრალდებები, რომლებიც ამ კვირეების განმავლობაში მოხდა, ასეთი ტერორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეუბნებით, ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი სამეგობრო არის განადგურებული. ასე არ შეიძლება, ხალხო, თითის დადება.

ღმერთის და ადამიანების წინაშე ვარ “ცამდე მართალი”! საზოგადოება არის შეცდომაში შეყვანილი! აი მერე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა პასუხს კანონის სრული სიმკაცრით მოვითხოვ ცილისწამებისთვის“, – აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული