კვირა, ივლისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1623

‘‘ველოდებით აღიარებას იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ჩვენზე ადრე დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს…’’ – თამარ გაბუნია

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდვაქცინაციის სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლას უკავშირდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომლის შეძენაც მოხერხდება COVAX-ის პლატფორმის საშუალებით:

‘‘მას შემდეგ, რაც რეალურად გამოიკვეთა ვაქცინაციის დაწყების პერსპექტივა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს კანდიდატი ვაქცინები, მათი ქვეყანაში შემოტანის გზები, ასევე სამიზნე ჯგუფები.

დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ბატონ პრემიერთან, რომლებშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველი, ექსპერტები. მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ყველა ამ საკითხზე და ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა უნდა იყოს მაქსიმალურად მისაღები როგორც ტექნიკური, ასევე მიმღებლობის თვალსაზრისით, უსაფრთხო, ხარისხიანი.

კიდევ ველოდებით აღიარებას იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ჩვენზე ადრე დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს და ესენი არიან ევროპის ქვეყნები და აშშ, საიდანაც შემდეგ ჩვენ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვცდილობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომლის შეძენაც მოხერხდება COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, ან ალტერნატიული გზებით, რაზედაც დღეს ასევე აქტიურად მიდის მსჯელობა’’, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

 

რეჟიმმა ხალხს წაართვა არჩევანის უფლება ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შანსი – ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმიანება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც სიტყვა “რევოლუცია” ეხამუშებათ. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია არის დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი:

,,ვისაც სიტყვა რევოლუცია ეხამუშება:

მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები – ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ფუნდამენტიც კი.

მანიფესტაციაც და აქციაც არის ფუნდამენტური უფლება და გამოხატვის ნაწილი.

გავითვალისწინოთ, რომ რეჟიმმა ხალხს წაართვა არჩევანის უფლება ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შანსი“, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს: შსს-ს ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა, პროექტის – “მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” – ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ მთელი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობის, მისი უშუალო ჩართულობისა და მხარდაჭერის შედეგად გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა და შესაბამისი რეაგირება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულების ფაქტებზე.

2020 წელს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა არაერთი ღონისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ბავშვობის ასაკში ქორწინების, სექსუალური შევიწროების შესახებ. ასევე დისტანციურ რეჟიმში ინტენსიურად გაგრძელდა თანამშრომელთა გადამზადების პროცესი.

განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განახლდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი და გაიწერა სპეციალური ინსტრუქცია.

გამკაცრდა პასუხისმგებლობა სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელის ზომად განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო;

გაფართოვდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორებმა უკვე 1000-მდე მოქალაქეს გაუწიეს დახმარება.

ბერდია სიჭინავა – ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2904 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4316 პირი, გარდაიცვალა – 53

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ორონავირუსთან დაკავშირებით, 19 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა:

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 175 842-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა – 197, იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, შიდა ქართლი – 158, გურია – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 844, აჭარაში – 769, იმერეთში – 1 309. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, მათ შორის, თბილისში – 527, აჭარაში – 133, იმერეთში – 264. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 56. 1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 902 – აჭარაში, 127 – იმერეთში. 20 460 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 465 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, აჭარაში – 144, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 20 645 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 412 პირი, აჭარაში – 6 554, იმერეთში – 6 201“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ირაკლი ოქრუაშვილი: “არ იქნება ხელახალი არჩევნები – არ იქნება მშვიდობა”

გამარჯვებული საქართველოს ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილი, ჟურბალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებია ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ მასთან უნდა იყოს საუბარი ხელახალ არჩევნებზე:

საერთოდ, მიმაჩნია რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ.

თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში ან, თუ ვინმე რამე საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებია, ეს არის ბატონი ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ვადამდელ, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

არ იქნება ხელახალი არჩევნები – არ იქნება მშვიდობა. რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი – არ იქნება მშვიდობა,” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ჩვენ გვახსოვს დეპუტატი, ბატონი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ყალბად განაცხადა, რომ არ შევდივარ პარლამენტშიო, არ დადიოდა სხდომებზე, მაგრამ ხელფასს იღებდა – თეა წულუკიანი

პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურდა მსჯელობა მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა კონკრეტული კანონპროექტი. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ კოვიდის პირობებში დაფინანსება არ უნდა მიეცეთ პარტიებს, რომლებიც უარს აცხადებენ თავიანთი მანდატების ათვისებაზე. ამ კონტექსტში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა შალვა ნათელაშვილთან დაკავშირებით კონკრეტული მომენტი გაიხსენა:

როდესაც რომელიმე პარტი უარს აცხადებს პარლამენტში შემოსვლასა და იმ მანდატების ათვისებაზე, რომელიც მათ ხალხმა, ამომრჩეველმა მიანიჭა, მაგრამ მაინც სურთ ამ მანდატებს შესაბამისი ფული, ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური მორალის თემა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უმეტეს, ამ კოვიდის პირობებში, არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტია უარს ამბობდეს მანდატებზე, თუმცა მაინც ჰქონდეს საშუალება ამ მანდატების შესაბამისი თანხა მაინც წაიღოს პარტიაში, ხალხის ჯიბიდან.

წარსულში ჩვენ გვახსოვს დეპუტატი, მხედველობაში მყავს ბატონი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც მაშინ ყალბად განაცხადა, რომ არ შევდივარ პარლამენტშიო, არ დადიოდა სხდომებზე, მაგრამ ხელფასს იღებდა. ახლა ეს ვერ მოხდება ასე,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა – თბილისის მერია

დასახელდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში არსებული ისტორიული, კულტურული თუ რელიგიური ძეგლი, რომლებიც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მათ შორისაა ნარიყალას ციხე-სიმაგრე, რომელიც ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შესულია ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კოლონში, ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.

თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევე, მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. გარდა ამისა, შერჩევისას განიხილებოდა ამ ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა, ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები 2021 წლის მარტში დასახელდება.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა „ტაბულა პევტინგერიანა“ თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.

1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად – ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამად ნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ახორციელებს ევროპა ნოსტრა ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის გადარჩენას ისახავს მიზნად. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი შეფასების მომზადებასა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებას.

მიუხედავად იმის, რომ პირდაპირი დაფინანსება პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების იდენტიფიცირება ხშირად ახდენს აუცილებელი საზოგადოებრივი და კერძო მხარდაჭერის სტიმულირებას, მათ შორის ფინანსების მობილიზაციის კუთხით.

პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, საფრთხის წინაშე მყოფი მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს EIB Heritage Grant-ი 10, 000 ევრომდე თანხის ოდენობით.  EIB Heritage Grant-ი შესაძლოა გადაეცეს უფლებამოსილ და შერჩეულ 7 Most Endangered გამარჯვებულ ობიექტს, შეთანხმებული საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გამიზნული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის გადარჩენისთვის.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები: ნარიყალას ციხესიმაგრე

გიორგი რურუას ცემის ფაქტზე პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალი წარედგინა – გენერალური პროკურატურა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, ამჟამად მსჯავრდებული გიორგი რურუას ცემის ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს სამსახურის არაჯეროვნად შესრულების გამო ბრალდება წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა:

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს  – ლ.გ.-ს და შ.მ-ს  სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ  #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შ.მ.-მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლ.გ.-მ არაჯეროვნად შეასრულეს  სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა  პატიმრების  მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს,  ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ.რ.-ს ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ლ.გ.-ს და შ.მ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია)

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში  მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი რურუაზე განხორციელდა თავდასხმა. იმავე დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა მსჯავრდებულსა და იქ მყოფ პატიმრებს შორის მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი, ამასთან უწყების ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი ვიდეომასალაც გაავრცელა.

ავტორი
ნინი შავლაძე

პატარა იაგოს, პ*ოჭად რომ არ გამოჩნდეს, დათმობა უწევს, ხოდა ვერ ეთმობა – პ*ოჭობა ურჩევნია და მივუშვათ რა – თამარ ჩერგოლეიშვილი იაგო ხვიჩიაზე

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, იაგო ხვიჩიას პოზიციას, ამ ეტაპზე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმისგან თავის შეკავებას, საკმაოდ მკვეთრო ფორმით აკრიტიკებს:

იაგოზე სანამ გაბრაზდებით, ერთი რამ გაითვალისწინეთ – ზურა ჯაფარიძესთან გაყრის შემდეგ, მას მინიმალური შანსიც არ რჩება რომ სხვა პარლამენტში მოხვდეს (ქოცებმა თუ არ ჩაიხუტეს).

რამდენიც არ უნდა მიკიბ-მოკიბოს, სულ გახსოვდეთ პატარა იაგო, რომელიც პარლამენტში მიკროფონის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, როგორც იქნა მიაღწია და ახლა, პ*ოჭად რომ არ გამოჩნდეს – დათმობა უწევს.

ხოდა ვერ ეთმობა – პ*ოჭობა ურჩევნია და მივუშვათ რა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ პარტიებს, რომელთა წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან – ირაკლი კობახიძე

პარლამენტში ინიციატივის წესით შესული კანონპროექტების პაკეტის თაობაზე ისაუბრა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი გამმარტებით აღნიშნული კანონპროექტები ერთის მხრივ ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, მეორეს მხრივ კი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს:

პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.