შაბათი, აპრილი 20, 2024

‘‘ველოდებით აღიარებას იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ჩვენზე ადრე დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს…’’ – თამარ გაბუნია

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდვაქცინაციის სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლას უკავშირდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომლის შეძენაც მოხერხდება COVAX-ის პლატფორმის საშუალებით:

‘‘მას შემდეგ, რაც რეალურად გამოიკვეთა ვაქცინაციის დაწყების პერსპექტივა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს კანდიდატი ვაქცინები, მათი ქვეყანაში შემოტანის გზები, ასევე სამიზნე ჯგუფები.

დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ბატონ პრემიერთან, რომლებშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებები, სახალხო დამცველი, ექსპერტები. მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ყველა ამ საკითხზე და ის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა უნდა იყოს მაქსიმალურად მისაღები როგორც ტექნიკური, ასევე მიმღებლობის თვალსაზრისით, უსაფრთხო, ხარისხიანი.

კიდევ ველოდებით აღიარებას იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ჩვენზე ადრე დაიწყებენ ვაქცინაციის პროცესს და ესენი არიან ევროპის ქვეყნები და აშშ, საიდანაც შემდეგ ჩვენ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვცდილობთ, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ადრე დაიწყოს ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომლის შეძენაც მოხერხდება COVAX-ის პლატფორმის საშუალებით, ან ალტერნატიული გზებით, რაზედაც დღეს ასევე აქტიურად მიდის მსჯელობა’’, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული