პარასკევი, აპრილი 26, 2024

ბერდია სიჭინავა – ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2904 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4316 პირი, გარდაიცვალა – 53

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ორონავირუსთან დაკავშირებით, 19 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა:

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 175 842-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა – 197, იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, შიდა ქართლი – 158, გურია – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 844, აჭარაში – 769, იმერეთში – 1 309. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, მათ შორის, თბილისში – 527, აჭარაში – 133, იმერეთში – 264. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 56. 1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 902 – აჭარაში, 127 – იმერეთში. 20 460 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 465 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, აჭარაში – 144, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 20 645 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 412 პირი, აჭარაში – 6 554, იმერეთში – 6 201“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული