ხუთშაბათი, მაისი 2, 2024
Home Blog Page 1477

“მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებული და კონკურსანტების პრიზები

რამდენიმე თვიანი მუსიკალური მარათონი დასრულდა, გაირკვა ტელეკომპანია “რუსთვი 2“-ის პოპულარული პროექტის “მხოლოდ ქართული“-ს გამარჯვებული, იგი გახდა გიორგი კელაპტრიშვილი და მას “ეკო დეველოპმენტისგან” გადაეცა კონკურსის მთავარი პრიზი – ოროთახიანი ბინა თბილისში. გაირკვა ასევე ისიც, თუ კიდევ რა პრიზებით დაჯილდოვდნენ კონკურსის მონაწილეები.

ჟიურისა და მაყურებლების რჩეული გახდა გიორგი კელაპტრიშვილი და იგი არის “მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებული;

ავერსი ფარმას დაფინანსებით გუგა მარგველაშვილი ვენის მუსიკალურ სასწავლებელში ისწავლის, ხოლო გიორგი კელაპტრიშვილი მონაკოში იმოგზაურებს და ფორმულა 1-ის გრანპრის დაესწრება;

საქართველოს ეროვნული ლატარიის რჩეული ნოდარიკო ხუციშვილი გახდა და კომპანია ნოდარიკოს მოგზაურობას დააფინანსებს;

რადიო ფორტუნას გადაწყვეტილებით, გიორგი კელაპტრიშვილი ბერლინში, ერიკ კლაპტონის კონცერტს დაესწრება;

კომპანია ტკბილი ქვეყანას გადაწყვეტილებით მხოლოდ ქართულის მეორე სეზონის მონაწილე ყველა გოგონა მილანში იმოგზაურებს;

საქართველოს უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, გიორგი ნარმანია 5000 ლარს მიიღებს;

რუსთავი 2-ის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ქართულის 3 ფინალისტი 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 2000 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.

 

რატომ გაქრა ფეისბუქ-ჯგუფებიდან ათასობით წევრი?

2019 წლის იანვარი ცვლილებებით დაიწყო ფეისბუქ ჯგუფების ადმინებისა და მოდერატორებისთვის. თითქმის ყველა ჯგუფიდან მოულოდნელად გაქრა ათასობით წევრი და ამის მიზეზად ფეისბუქმა ჯგუფებში გაწევრიანებული ადამიანების ინტერესები დაასახელა. ჯგუფის წევრების რაოდენობას მოაკლდნენ ის ადამიანები, რომლებიც ავტომატურად იყვნენ დამატებული გაერთიანებაში და ერთხელაც არ მოუნახულებიათ ის. ეს წევრები ფეისბუქმა გადაიყვანა მოწვეულ წევრთა სიაში.

როგორც ადმინებთან გამოგზავნილ შეტყობინებაშია მითითებული, ფეისბუქს სურს დარწმუნდეს, რომ ჯგუფში გაწევრიანებული ადამიანებისთვის ის რელევანტური და მნიშვნელოვანია, ამიტომ ცვლის ჯგუფში დამატების წესებს. ახლა, როცა ჯგუფში მოვიწვევთ ადამიანს, მას შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ეს მოწვევა. ადრე ჯგუფში გვამატებდნენ მეგობრები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩვენთვის ეს ჯგუფი საინტერესო იქნებოდა და ჩვენც ავტომატურად ვხდებოდით ჯგუფის წევრი.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ადმინებსა და მოდერატორებს საშუალება ექნებათ, შეტყობინება-შეხსენება გაუგზავნონ იმ წევრებს, რომლებმაც მოწვეულთა სიაში გადაინაცვლეს და კვლავ სთხოვონ ჯგუფში გაწევრიანება.

ლილე გიორგიძე

გარდაიცვალა ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე (ჯაკო)…

როგორც ცნობილი გახდა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ყოფნისას, 33 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ტელეკომპანია “პირველი“-ს საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე.

ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო რადიო “ჯაკოში” და ჯაკოს ეძახდნენ მას ახლობლები და მეგობრები. იგი, წლების განმავლობაში, აქტიურად საქმიანობას ეწეოდა მედიაში. ტვ “პირველში” იყო “დღის ამბების” წამყვანი. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში – ტვ “იბერიაში” მიჰყავდა გადაცემა “ცენზურის გარეშე“, ჟურნალისტად და წამყვანად მუშაობდა, ასევე, ტელეკომპანიებში – “იმედი“, “მაესტრო“, “მე-9 არხი“.

ლევან ჩხაიძემ თავისი კვალი დატოვა ქართულ ჟურნალისტიკაში…

 

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

 

P.S. ტელეწამყვანის გარდაცვალებას გამოეხმაურა სრულიად საქართველო და ჟურნალისტთა კორპუსი. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” ლევან ჩხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერით დაიწყო.

გიორგი ვაშაძე: “ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კლანები და ანკლავები”

“სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”-ს თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით – თუ დღესვე არ შემუშვდება მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ საზოგადოება მიიღებს ისევ “მურუსიძე ორს”, “ჩინჩალაძე ორს”.

“იუსტიციის საბჭო, რომელსაც ნულოვანი ნდობა აქვს, ცდილობს გაიყვანოს იმ კლანის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, რომელთაც მთელი საზოგადოება ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, უმრავლესობაში გვყავს ლიდერები, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და მათი მიზანია ეს, მათ მიერ მოსყიდული, მოსამართლეები როგორმე შეიყვანონ სასამართლო სისტემაში და ისინი გახადონ უვადო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ჩვენი ვალია, ეს ყველაფერი არ დავუშვათ, მაგრამ აქვე გვინდა მივმართოთ საზოგადოებას, რომ თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ ჩვენ მივიღებთ ისევ “მურუსიძე ორს”, “ჩინჩალაძე ორს“, რომლებიც თავზე გადაგვახევენ სასამართლო სისტემას.

ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, გამოვიყენოთ ის ევროპული, სრულიად ახალი პრაქტიკა, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ევროპის ქვეყნებმა, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა ერთობლივად შეიმუშავეს სწორედ ისეთი ქვეყნებისთვის, რომელსაც სურს ევროინტეგრაცია. ამ მექანიზმის იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს უკრაინაში, ამ მექანიზმის გამოყენებაზე დღეს საუბარია მოლდოვაში და დადგა დრო, დავიწყოთ ამ მექანიზმის გამოყენება საქართველოშიც. რაში მდგომარეობს ეს მექანიზმი? – იუსტიციის საბჭოსგან იქმნება უცხოელ ექსპერტთა საბჭო. ვინ არიან ეს უცხოელი ექსპერტები? – ადამიანები, ვინც იყვნენ მაღალი რანგის მოსამართლეები წამყვან დასავლურ ქვეყნებში: გერმანიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. ამ ადამიანებს წარადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის საქართველო, მაგალითად, ევროპის საბჭო, ეუთო, სოფლიო ბანკი ან მანივალი, რომლებიც ებრძვიან ფულის გათეთრებას და კორუფციას სხვადასხვა ქვეყნებში. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება, ანუ მათ შეუძლით თქვან, რომ კონკრეტული პიროვნება არ შეიძლება იყოს მოსამართლედ განწესებული. მაგალითად, ასეთი უცხოელები აუცილებლად იტყოდნენ, რომ ჩინჩალაძე არ შეიძლება იყოს არათუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არამედ რიგითი მოსამართლეც კი. ასევე იტყოდნენ მურუსიძეზე, ასევე იტყოდნენ ბევრ იმ ადამიანზე, რომლებმაც კარგად გაგვაცნეს თავი ამ დღეებში. რაც მთავარია, ისინი (უცხოელი ექსპერტები – რედ.) არ იქნებოდნენ მიკერძოებულები, რადგან არ იქნებოდნენ ამ სოციუმიდან, ამ საზოგადოებიდან, საქართველოდან არ იქნებოდნენ.

ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული ფუნქცია აქვს სამოქალაქო სექტორს, რაც მაგალითად ეხლა ხდება უკრაინაში. სამოქალაქო სექტორი მუშაობს სწორედ ამ უცხოელ ექსპერტებთან და აწვდის სრულ ინფორმაციას თითოეულ მოსამართლესთან დაკავშირებით. მე მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ – ასი სამოსამართლე კანდიდატიდან, რომლებმაც წარადგინეს საკუთარი განაცხადი უკრაინაში ანტიკორუფციულ სასამართლოს მოსამართლეობაზე, 49-ზე დადებული აქვს ვეტო უცხოელ ექსპერტთა საბჭოს.

აქვე, მინდა გამოვეხმაურო, იმ მოთხოვნას, რაც დღეს გაჟღერდა უზენაეს სასამართლოსთან. ვუერთდებით ამ მოთხოვნას და მიგვაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, ვინც დღეს წარმოდგენილნი არიან, აქვთ ნულოვანი ნდობა აბსოლუტურად ყველასგან.

რაც შეეხება აღნიშნულ მექანიზმს, ამის შემუშავებაში ჩვენც ვიღებდით უშუალო მონაწილეობას ევროპელებთან ერთად. ვფიქრობ, დადგა დრო, ეს ახალი ევროპული სტანდარტი დაინერგოს საქართველოში და გვქონდეს მოსამართლეების შეჩევის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მექანიზმი, რათა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს კლანები და ანკლავები”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბორჯომში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

17-18 იანვარს ბორჯომში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა შეაჯამეს 2018 წლის საქმიანობა და გამართეს დისკუსია არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ამასთან, საბჭომ მოისმინა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის, სოფო ჯაფარიძის მოხსენება აღნიშნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის შესახებ.

სხდომის პირველ დღეს განიხილეს საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი გენდერული კვოტირების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე.

მსჯელობის თემები ასევე იყო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი, ახალი რეგლამენტის მიხედვით, საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხი და სხვა.

დავით სერგეენკო – აცრა არის ერთადერთი საშუალება ამ მაღალგადამდებ და ძალიან სახიფათო დაავადებასთან საბრძოლველად

ქვეყანაში წითელას ინფექციური დაავადების რიცხვის მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.

დავით სერგეენკოს განმარტებით, აცრა არის ერთადერთი საშუალება ამ მაღალგადამდებ და ძალიან სახიფათო დაავადებასთან საბრძოლველად.

საქართველოში არსებული ვაქცინა არის მაღალი ხარისხის და პრეკვალიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა – “დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია- ეს არის ეპიდაფეთქება“.

წითელას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 20-დან 40 წალამდე ასაკის პოპულაციაში გვხვდება. მიზეზად კი, 90-იან წლებში იმუნიზაციის არასათანადო მოცვა სახელდება.

დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ეს არის საშუალო ასაკის პირები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
დავით სერგეენკო მოსახლეობას ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ხოლო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგია და მისივე განმარტებით – მოქალაქეებს, რომლებსაც არ ახსოვთ, გაკეთებული აქვთ თუ არა წითელას საწინააღმდეგო აცრა ორჯერ, დამატებითი ვაქცინაცია მათთვის სრულიად უსაფრთხოა.

დავით სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკ-ჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.

მინისტრის განცხადებით, შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მომსახურებას წითელას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“. – განაცხადა დავით სერგეენკომ

დიდი დიღომში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგები

16 იანვარს, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, დაახლოებთ საღამოს ცხრის ნახევარზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლის ტყუპისცალი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, მკურნალობის მიზნით. აღნიშნულ ტრაგედიას ასევე ემსხვერპლა 2 ქალბატონი – გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედა ნათია ციცვიძე და დეიდა – ნინო ციცვიძე. მე-4 გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც, როგორც ირკვევა, მეგობრის სახლის სანახავად იყო მისული და ამ კონკრეტულ ბინაში დაგროვილი აირის აფეთქებას მოჰყვა ეს ტრაგედია, რასაც ემსვერპლა ისიც.

როგორც აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები იხსენებდნენ, დილიდანვე იგრძნობოდა გაზის მძაფრი სუნი, რის გამოც გამოიძახეს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები კი გამოცხადდნენ გამოძახების ადგილას, თუმცა მათ განაცხადეს, რომ გაზის გაჟონვის პრობლემა არ იყო და შესაძლოა ეს სუნი საღებავისა ყოფილიყო.

მიმდინარეობს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა, ხოლო გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით – მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევით დაიწყო.

საქართველოში, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს!

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები.

საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი ან რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი წევრი ასევე არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თანამდებობა მას თანამდებობრივად უკავია კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს, რომლებიც შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს/საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება დანიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.


ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი განსაკუთრებული ხიბლი…

ამ თემაში შევკრიბე, სხვადასხვა დროს გადაღებული, მთიანი საქართველოს სილამაზის ამსახველი ფოტო მასალები, რითაც შევეცადე მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩვენი სამშობლოს ბუნების ენითაღუწერელი მშვენიერება და მრავალფეროვნება…

(სულ 25 ფოტო)
1-2. დედამიწიდან და ზეცამდე – რომანტიზმი მთებით და ღრუბლებით…


3. ამ ფოტოზე აი ასეთი მწვანე მთაა აღბეჭდილი – ნისლის “ქუდითა” და თოვლის “ხელებით”…

4. შესაძლოა კარგად დაკვირვებითაც ვერ მიხვდეთ თუ რა არის ეს სხვადასხვა ფერის წერტილები ფოტოს ცენტრში, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ იქ, ქვემოთ, ლაღად ბალახობენ მთის ძროხები…

5. მართლაც რომ, ლამაზი მწვანე “ქუდი” მოურგია თავს ამ ბორცვს

6. არც თუ იშვიათია მთებში ასეთი თოვლიანი “მდინარეები”

7. მყინვარისაკენ, ღრუბლების გავლით…

8. ვხდებით მთის ასეთ “ხავსიან” პეიზაჟსაც

9. შემოდგომის ეს ეტიუდი კი მართლაც ნახატივითაა…
DSC08939 (700x525, 137Kb)
10. დიახ, მართლაც რომ, უდიდესი სიძლიერე ჩანს მთებში, თუმცაღა, ნახეთ რა ძალა აქვს მთის მდინარესაც, რომელმაც ორად გაყო ეგ უძლეველი მთა…

11. მთებსაც აქვთ თავისი “ჭრილობები”…

12-13. აი ასე “ხატავს” ბუნება ზღაპრულ პეიზაჟებს

14. საკმაო ხანს ვაკვირდებოდი ამ პეიზაჟს და ძალაუნებურად მახსენდებოდა სერიალი “Lost”… ნისლში:)

15. დუღს ცხოვრება მთის სოფლებში

16. ეს “ტყის კუნძული” კი რაღაცნაირად მაგონებს რუკაზე გამოსახულ ჩრდილოეთ ამერიკას

17. ჯვრის ურელტეხილი – 2359 მ. მართლაც ენითაღუწერელი სილამაზე აქ…

18. თვალს ვერ მოწყვეტს ადამიანი ყაზბეგის მთის საოცარი სილამაზის პეიზაჟს

19. ეს ადგილი, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დარიალის ხეობაში, უფრო და უფრო პოპულარული გახდება ტურისტებისათვის და არა მარტო მათთვის. 2011 წელს აქ დასრულდა გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსისი აშენება.

20. აი ასეთი სილაღეა ხევის სოფლებში

21. აქაც, ძალაუნებურად, ფილმი გამახსენდა, ამჯერად უკვე “მთამსვლელი” (Cliffhanger) სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით…

22. საკმაოდ საინტერესო და დაუჯერებელი “კომბინაცია” – მწვანე მთა, მთაზე გერგეთის ეკლესია, ეკლესიის თავზე კი თითქოს “ჩამოკიდებულია” ღრუბლებში “გახვეული” მფრინავი თეფში…

23. იდუმალი გარემო – წყალი ჯადოსნური, მთა კი რომანტიკული… ან პირიქით

24. ეს ადგილი კი გადავიღე შატილისკენ მიმავალი გზიდან და, ვფიქრობ, არის რაღაც მსგავსება წინა ფოტოსურათში აღბეჭდილ ადგილთან, რომელიც გადავიღე ყაზბეგისკენ მიმავალი გზიდან

25. აქ კი, წინა ორ ფოტოზე გამოსახული პეიზაჟები, ერთ რაკურსშია გაერთიანებული…

დამეთანხმეთ, მართლაც ბუნების საოცრება, ყოველივე ეს და ემოციების პიკში აწევას თუ მოისურვებთ, ნახეთ ვიდეორეპორტაჟიც – საქართველოს ბუნება: ამაყი მთების სიძლიერე და მშვენიერება

დარწმუნებული ვარ, ამ ენით აღუწერელი სილამაზით, თქვენც ისევე აღფრთოვანდით და სიამაყის გრძნობით აღივსეთ, როგორც მე 

edi (163x156, 30Kb)
© ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი “ხელიდან ხელში” გადადის

ბოლო 3 კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უკვე მესამე ხელმძღვანელი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 დეკემბერს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ეკა ბესელიამ, ამასთან ამ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გედევან ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობასაც, სანამ პარლამენტმა არ შეუჩერა უფლებამოსილება.

დღეიდან კი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი შეასრულებს.

როგორც ამავე კომიტეტის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევამდე, კომიტეტის შემდგომი ფუნქციონირებისათვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია, კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაავალოს.