spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ყველაფერი ყველა ქოცის პასუხისმგებლობაა" - მიხეილ სააკაშვილი

“ეს ყველაფერი ყველა ქოცის პასუხისმგებლობაა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში არსებულ რეალობაზე, მძიმე ფაქტებზე საუბრობს და მწვავე შეფასებებს აკეთებს:

პუტინი რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებს, როგორც წესი ჩრდილოეთის და ციმბირში განსაკუთრებით ცივ რეგიონებში გამოკეტავს ხოლმე, სადაც მათგან ყველაზე გამორჩეულთ, წამლავენ კიდეც.

ივანიშვილმა გადაწყვიტა აქ მოგვიწყოს ციმბირი აცივებასთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა (ბადრაგებს ელექტროღუმელები უდგათ თავისთან), მაგრამ ეს სტატუსი ამაზე არაა.

აქ რუსთავის ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, მე სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა რამდენიმე დღეში. თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა ასევე სუნთქვის პრობლემები.

მოვითხოვე მომწამლავ ნივთიერებებზე ანალიზის აღება, მაგრამ ციხის ექიმებმა განმიმარტეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ისინი კი არა “სამართალდამცავი” ორგანოები იღებენ და უარით გამომისტუმრეს, თუმცა ეს სტატუსი ამაზეც არაა.

ეს სტატუსი ეხება რუსთავის და კასპის მოსახლეობის უმეტესობას, რომელთაც მრავალი წელია თავზე ეყრება ეს მომწამლავი მტვერი და რომელიც ძირითადად ხმას არ იღებს ბავშვებში ონკოლოგიის მკვეთრ მომატებაზე და დანარჩენი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფართო სპექტრზე, იმაზე, რომ რუსთავშიც და კასპშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7-8 წლით ჩამორჩება კახეთს და დასავლეთ საქართველოს.

ვიცი რომ აქტივისტები იბრძვიან, მაგრამ მინდა ვკითხო დანარჩენ ქართულ საზოგადოებას – იმიტომ ხომ არ ხართ ჩუმად, რომ ამ ქარხნების მფლობელი ივანიშვილია, სწორედ ის არ აყენებს გამწმენდ ფილტრს, რომელიც აუცილებელია თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად, სწორედ ის ამუშავებს ქარხანას ღამ-ღამობით, რათა თქვენ დღისით არ დაინახოთ მომწამლავი მუქი კვამლი.

სწორედ ის გართმევთ რუსთაველებს ახლა კრწანისის ეკო ზონას, არაბული ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციულად რუსთავის ფილტვები იყო.

ეს ყველაფერი ყველა ქოცის პასუხისმგებლობაა და მათ მინდა ვკითხო, გსიამოვნებთ საახალწლო სუფრაზე რუსთაველების და კასპელების შემწვარი დამჭკნარი ფილტვებისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება?

და ემანდ სტაფილოს წვენში და საახალწლო შამპანურში რუსთაველი და კასპელი კიბოთი დაავადებული ბავშვების ჩამოცვენილი თმები არ შეგეპაროთ და არ გადაგცდეთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...