spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი ...

“რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს, პოლიტიკური შეხედულებების გამო არავის ვუშვებთ” – კახა კალაძე

როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის შეეხო თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს, რადგან მერიაში ამჟამადაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვთ.

ჩვეულებრივი სისულელეა, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ვუშვებთ. ჩვენ დედაქალაქის მერიაში რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლება-მოვალეობას ვერ ასრულებს. ასევე, ზოგიერთ თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება – როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ეწურება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გჭირდება თუ არა, ან ასრულებს თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.

ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და ახლაც აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ასევე, ხელი მოაწერეს პეტიციას, თუმცა, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ თბილისის მერიაში მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...