spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ...

“ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლები…” – ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

შეიძლება მეტისმეტად ამპარტავნულად გამომდის და მომიტევეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ რთულ დროში სწორ პოზიციაზე ვარ და ვამაყობ ამით… გააზრებულად ვეთანხმები კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების უმეტეს შეხედულებებს… სამწუხაროა, რომ ამის გამო კეთილდღეობის, საკუთარ სამშობლოში უსაყვარლესი საქმის კეთების შესაძლებლობისა და სიმშვიდის სასწორზე დადება მიწევს… მაგრამ ოდესმე, ასაკში მყოფს, მინდა რომ ჩემს ბიოგრაფიას არ ახლდეს კონფორმიზმის ანარეკლები…

რათქმაუნდა შეცდომებიც მაქვს დაშვებული (რომელთაც გულწრფელად ვნანობ), მაგრამ ჩემი უძვირფასესი სამშობლოსთვის ყოველთვის მინდოდა და ახლაც მსურს საუკეთესო!
ძალიან მიყვარს საქართველო❤️

პატივისცემით, თქვენი “ეგრეთწოდებული” ნიკოლოზ რაჭველი (ცოტა ხნის წინ, საჯაროდ, სწორედ ასე მომიხსენია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა)🙂

P.S. ნინო ქათამაძესთან და ჯგუფ “ინსაითთან” ერთად (ომის დაწყებიდან უკვე მეცამეტედ) უკრაინაში მივემგზავრები, მათშორის მესამედ მათი შესანიშნავი და გაუტეხელი ხალხის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასაკრავად და სადირიჟოროდ!🇬🇪🇺🇦

დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს, გამარჯვება და ევროპული მომავალი ჩვენ ქვეყნებს!!!🇪🇺

P.P.S. ამ პერიოდში ახალ სიმფონიურ ნაწარმოებზე ვმუშაობ, რომლის პრემიერა სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი ციურიხში ლუქსემბურგის ორკესტრის შესრულებით, ასეთ დროს ბევრი სიახლე მრჩება მხედველობის და რეაგირების მიღმა. მათშორის აღმოჩნდა ტატო კოტეტიშვილის უდიდესი წარმატება კინოს საერთაშორისო სამყაროში, რამაც უზომოდ გამახარა და რასაც მთელი გულით ვულოცავ ფილმის შემოქმედებით გუნდთან ერთად!🎬“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკოლოზ რაჭველი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას!” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი" მეუფე შიოს სრულიად საქართველოს პატრიარქად არჩევას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...