spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისტრატეგია "აღმაშენებელი": 11 ინიციატივა ქუთაისს - პროექტის პრეზენტაცია

სტრატეგია “აღმაშენებელი”: 11 ინიციატივა ქუთაისს – პროექტის პრეზენტაცია

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში, ქუთაისის განვითარების 11 ინიციატივა წარადგინა. პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას სტრატეგია “აღმაშენებლისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ადგილობრივი გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

სტრატეგია “აღმაშენებლის“ პროექტის მიხედვით ქუთაისი დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრად მოიაზრება, სადაც უნდა აშენდეს: კავკასიაში ყველაზე დიდი კონგრეს ჰოლი, ახალი IT ქალაქი, სპორტული ქალაქი, რეგიონში ყველაზე დიდი დასასვენებელ-გასართობი პარკი, 2 ინდუსტრიული პარკი, ბრენდული სასტუმროები და ინტერაქტიული მუზეუმი.

ასევე, იგეგმება პარლამენტის უკან დაბრუნება; ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია; ქუთაისიდან 3-საათიან საფრენ რადიუსში მდებარე ქალაქებთან პირდაპირი რეისებისა და სწრაფი სამგზავრო მატარებელის დანიშვნა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქუთაისს აქვს რესურსი, რომ მთელი დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი იყოს, ამისათვის კი ქალაქის განვითარება და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა საჭირო. როგორც ვაშაძემ აღნიშნა სტრატეგია “აღმაშენებლის“ გუნდს ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია, რომ მათ არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარების სტრატეგია აქვთ შემუშავებული და მის განხორციელებაში ხელს დღევანდელი ხელისუფლება უშლის.

„ჩემს უკან არის პარლამენტი, რომელიც ახლა ერთი მიტოვებული შენობაა და გარშემო ყველაფერი გავერანებულია.

დღეს ჩვენ ჩამოვედით და ფიზიკურად ვნახულობთ პარლამენტის უკან დაბრუნების გარდა კონკრეტულად რა შეიძლება გაკეთდეს ქუთაისში. სად უნდა აშენდეს კონგრეს ჰოლი, სად უნდა იყოს IT ქალაქი, ინდუსტრიული პარკები, როგორ უნდა განვავითაროთ ქუთაისი და იმერეთი.

ჩვენს ჯგუფთან ერთად ამ ყველაფერზე ვმსჯელობთ. რეალურად ქუთაისი დღეს დასავლეთ საქართველოს განვითარების ფუნდამენტია და რეგიონის გამოცოცხლება თუ გვინდა ამ ქალაქს უნდა მიეხედოს.

ზოგადად საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს და ამას ეღობება ქართული ოცნება.

4 აპრილს 16:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ სწორედ ამიტომ, რომ საქართველოს ეს წინაღობა მოვხსნათ. სამუშაო ადგილებს ძალიან ბევრს შევქმნით თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯიბეზე ფიქრობს.

ამ პროექტს ჩვენ უფრო დეტალურად დავამუშავეთ. სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში ჩვენ საქართველოს განვითარების სრული გეგმა გვაქვს გაწერილი. სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდი არის ადამიანების გაერთიანება, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმისათვის რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი კარგად იგრძნოს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...