spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ "რუსული...

“არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ “რუსული კანონის” მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ შეფასებას ახდენს:

დიდი საფრთხის წინაშე ვართ ახლა ჩვენ, – ერთი მხრივ, გვაქვს ეროვნული სულისკვეთების ძლიერი ამოფრქვევა, მეორე მხრივ, გვყავს რუსეთისგან სრულად მართული ოლიგარქი, რომელიც არა მარტო არ აპირებს არჩევნების გზით წასვლას, რაც ყველანაირი პროგნოზით წაგებული აქვს, არამედ არჩევნები მიაჩნია გადამეტებული საფრთხის წყაროდ, რომელიც სასწრაფოდ უნდა გააუქმოს.

მას შემდეგ, რაც ისევე, როგორც ყველამ, მანაც დაინახა, რომ დაშინებამ და ძალადობამ არ გაჭრა და რომ დასავლეთიც აღარ აპირებს თამაშს ინდივიდუალური სანქციების თემით, ამასთანავე გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პერსპექტივა, რაც ხალხს კიდევ უფრო გააბრაზებს და გაზრდის წინააღმდეგობის ტალღას, მან მიიღო მაშველი რგოლი რამდენიმე ევროპელი ბიუროკრატისაგან. ეს გამოიხატება იმით, რომ უნდა დაასრულონ პროცესი, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის შენიშვნები და ხელახლა მიიღონ ეს ყველასათვის მიუღებელი კანონი, რადგან მესამე მოსმენის შემდეგ არანაირი ცვლილება ვეღარ მოხდება.

ამ შემთხვევაში ზოგიერთი ევროპელის აზრი მთლიანად ეწინააღმდეგება ქართველების ინტერესებს. ხოლო ივანიშვილის მხრიდან ეს იქნება მანევრი, რომლის მსგავსს ადრეც არაერთხელ მიმართავდა: ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, რის შემდეგაც გაათმაგებული აგრესიით თავს დაესხმება სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ასეთი ვირეშმაკობით ფიქრობს ის ქვეყნის სამუდამოდ ჯიბეში ჩადებას, რაც საბოლოოდ დაასრულებს საქართველოს.

შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, პირველ რიგში, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“ მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...