ორშაბათი, აპრილი 21, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა...

“სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს. მათ შორის ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს” – გიორგი ვაშაძე

ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების გულწრფელ სურვილს გავხდეთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს წევრი და ისინი ვერასდროს ვერ შეეგუებიან და არ დაუშვებენ, რომ ეს ნება გააყალბოს „ქართულმა ოცნებამ“ და რუსული მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აშშ-ს კონგრესმენების მხრიდან გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით საქართველოს პარტნიორები პირდაპირ მიუთითებენ იმის შესახებ, რომ თუ მმართველი გუნდი ამ კანონს მიიღებს, მყისიერად ამოქმედდება სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჩართულია ამ კანონის მიღებასა და იმ ძალადობრივ ქმედებებში რაც რამდენიმე კვირაა გრძელდება:

ქართველი ხალხის ესმის მთელ მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ესმის ხელისუფლებას, რომელიც დღეს საქართველოში არის. დიახ, ამის დასტურია აშშ-ს კონგრესმენების მკაფიო, მკვეთრი და ძალიან მნიშვნელოვნი გზავნილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ.

ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების გულწრფელ სურვილს გავხდეთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს წევრი, რომ ისინი ვერასდროს შეეგუებიან, არ დაუშვებენ, ეს ნება გააყალბოს „ქართულმა ოცნებამ“ და რუსული მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა.

პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე. სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს. მათ შორის ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს და ფაქტობრივად ამით საკუთარ თავს დაადებს სანქციებს.

ამიტომ კიდევ ერთხელ ყველა პარლამენტარს, ყველა პოლიციელს, რომელიც დღენიადაგ უკანონოდ იქცევა, მოვუწოდებ, – დაფიქრდით! თქვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ იმ დანაშაულ ქმედებებზე, რომელსაც ახლა ჩადიხართ.

ამ წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი იმ ძალადობის ფაქტებზე, რომელსაც სჩადის პოლიცია და ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დაორგანიზებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან.

ხაზგასმითაა საუბარი ლევან ხაბეიშვილზე და ასევე იმ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმებზე, რამაც მთლიანად ახადა ფარდა ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ქუჩებში უსწორდება საქართველოს მოქალაქეებს პოლიციის ან ვაიპოლიციის ხელით.

აქედან გამომდინარე, გზა არის ძალიან კონკრეტული, ჩვენ ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად. მთელი მსოფლიო არის ჩვენს გვერდით, ჩემო ძვირფასებო“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

“ჩვენი ქვეყანა უკიდურეს მაჩანჩალად გადაიქცევა ისე მალე, რომ გონს მოსვლას ვერ მოვასწრებთ” – ნათია...

უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დაწყებულ პოლემიკას კონკრეტული პოზიციით, პროდასავლური...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

“ჩვენს ოფიციალურ პირებს უსამართლო სანქციებს უწესებენ “მეგობრებად” მიჩნეული ქვეყნები” – ზაალ ანჯაფარიძე

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ მორიგ სანქციებს მწვავედ ეხმაურება ანალიტიკოსი...