კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც...

“ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც მართლა ჩემპიონები ხართ” – მამუკა მდინარაძე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს

,,ქართული ოცნების” აღმასრულებული მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს:

,,ფეხბურთელებსაც ვთხოვ, პირადად ვთხოვ, მე ძალიან ახლოს ვიცნობ, რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით – ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც მართლა ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ!

არც ჩვენ გვინდა მხარდაჭერა. არ გვინდა, გავჩერდეთ! იმიტომ, რომ ისინი დასდევენ, ახლა აბულინგებენ. ამ ხალხმა აგერ, ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშონ ევროპის ჩემპიონატზე. უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით.

არ შეიძლება მათი გაყოფა! ვიღაცა შეიძლება იქ არ გვიჭერდეს მხარს, ვიღაცა გვიჭერს, ვიღაცა მეგობარია ჩვენი.

ლევან კობიაშვილი ჩვენი ოჯახის წევრი, ყველანაირი გაგებით – პოლიტიკური თუ ისე, მეგობრული ოჯახის წევრი, არ კადრულობს და არ ეუბნება არცერთ მათგანს მხარდაჭერაზე. გაუჭირდებოდა?

ახლა ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და რაღაცა მხარდამჭერი პოსტები დაედოთ, გაგვიჭირდებოდა?! არ ვკადრულობთ ხალხო და დაანებეთ თავი! უნდა ითამაშონ იმ ბიჭებმა მთელი საქართველოს სიყვარულით! ყველას სიყვარულით უნდა იყვნენ გაჟღენთილები, გაეშვით ამ ხალხს, დაანებეთ ცოტახანს თავი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

“ის კაცი რატომ არის ბრძენი და ქვეყნის გადამრჩენი, დროგამოშვებით ქურდ და აგენტ პრემიერებს რომ...

ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტებით - შეფასებები, მინიშნებები, განმარტებები (არა)რიტორიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...