ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიხელისუფლებას მოვუწოდებთ მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება...

ხელისუფლებას მოვუწოდებთ მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული მოსამართლეების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე – არასამთავრობო სექტორის განცხადება

29 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეებთან დაკავშირებით:

ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხსენებული პირების სანქცირება მოახდინა, თუმცა საქართველოში არცერთ საჯარო უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში.

„ქართული ოცნების“ მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანმდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს. ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული პირების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში რასაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

არასამთავრობო ორგანიზაცია წითელი ხიდი
ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
დემოკრატიის მცველები
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
მომხმარებელთა უფლებების ცენტრი (CRC)
არასამთავრობო ორგანიზაცია ფენიქსი 2009
საფარი
მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (sovlab)
საორსა
სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
შავი ზღვის ეკო აკადემია (BSEA)
ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
პროფესიო – პიროვნული და პორფესიული განვითარების ცენტრი
საზოგადოებრივი მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობა”
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
წამების მასხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთას (GCRT)
მედიაომბუდსმენი
ქალი და განვითარება
პრევენცია პროგრესისთვის (PFP)

ინფორმაციას ორგანიზაცია საქართველოს სასამართლოს გუშაგი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...