spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო,...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე:

იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ გორში მომხდარი ფაქტის სიმძიმე, უნდა დავსვათ სწორი კითხვები:

შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა, როდესაც “სამართალდამცავმა” სისტემამ ჩათვალა, რომ ერთ-ერთ მათგანს ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა და დასჯა გადაწყვიტეს?

როდესაც ყველა იქ მყოფი პოლიციელი თავს ვალდებულად თვლიდა ერთი წიხლი თვითონაც ჩაეზილა, იყო თუ არა ეს ე.წ. ციხის კადრების ანალოგიური სისტემური დანაშაული?

რომ არა გადაღებები, ვიხილავდით თუ არა დღეს დაზარალებულს მძიმე ბრალდებებით გისოსებს მიღმა?

დღესაც ცდილობს თუ არა პოლიციური სისტემა მძიმე დანაშაულის შემსუბუქებას და ჩაფარცხვას მინიმალური პასუხისმგებლობით, როგორც ეს ისევ და ისევ გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?

ყველას, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ, სანამ მათთანაც არ მიუკაკუნებიათ – საკუთარ კონფორმიზმს “გირგვლიანით” და “ციხის კადრებით” რომ ამართლებს, სულ 5 წუთით დარჩნენ საკუთარ სინდისთან პირისპირ, ამ კითხვებზე გასცენ პასუხი და ყველაფერი ცხადი გახდება“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“მენატრება ჩემი ქართული ლეგიონი, მენატრება ჩემი ძმები, მენატრება მძაფრად და ძლიერად…” – კობა ხაბაზი

უკრაინაში ნაბრძოლი კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, ემოციურ სტატუსს აქვეყნებს: "მენატრება...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...