“პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი”, – განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით:
“თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება, რაც ოჯახებშიც კი ხდება ხშირ შემთხვევაში, იმ ე.წ.”ვორდინგის” გამო, გამოხატვის ისეთი ფორმის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების და არც უფლების ფარგლებში არ ჯდება და მის მიღმაა, – აზიანებს და აბინძურებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს, აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანნი რათაც ელემენტარულ საკითხებში, საკუთარ სამშობლოსთან მიმართებით დაკავშირებულ საკითხებში მაინც. ამ პროცესსაც კი აზიანებს, იმდენად გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად გაღვივდა ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.
გამოხატვის უფლებისა და თავისუფლების მითმა ისეთი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ამის პრევენციისთვის ჩვენს მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა და ამ პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ახალი სამმართველო, რომელიც, რა თქმა უნდა, 1 დღესა და 1 თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი ქმედითი რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ [საზოგადოების] ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა, ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა იქნას აღმოფხვრილი და რადგანაც მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის, რაც ხშირ შემთხვევაში, ეს წარმატებით მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოემსახურება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

