spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს:

რა პრაქტიკა დანერგა ივანიშვილმა:

დაიჭერს ვინმეს;

დააბრალებს რამე საშინელებას;

საზოგადოებას დააეჭვებს, ვა, იქნებ მართლა დასაჭერი იყო;

რაც შეიძლება საშინელება უნდა დააბრალოს, რომ მერე ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინონ ხელი, რათა დაჭერილმა სიმართლე ვერ თქვას. საზოგადოება ვერ გაიგებს, რით ედავებიან კონკრეტულად, რა წერია საქმეში;

ამასობაში სუსი და პროკურატურა რასაც უნდა, იმას ლაპარაკობენ, პროპაგანდისტული არხები და ტროლ-ბოტები მთელი დატვირთვით მუშაობენ;

მიზანია, საზოგადოებამ თავი შორს დაიჭიროს პატიმრის მხარდაჭერისგან, არავის უნდა მძიმე ბრალთან ასოცირება იმ დროს, როცა არანაირი ინფორმაცია არა აქვს. მიზანია, ადამიანები გახდნენ ინერტულები და მოერიდონ სოლიდარობას. ამასობაში რეჟიმი ანადგურებს პატიმარს – რეპუტაციულად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად. როგორი გასაძლებია ასეთი უსამართლობა, როცა პასუხის უფლებაც აკრძალული გაქვს.

მოდის სასამართლოს დრო და სხდომებზე გადაღება არ შეიძლება. გადაღება კი არა, მთლიანად დახურავენ, დასწრებაც აკრძალულია.

თვითონ პატიმარი სრულად იზოლირებულია. ოჯახის წევრებს არ აჩვენებენ, წერილის გაგზავნა აკრძალული აქვს, ზარის უფლება ჩამორთმეული აქვს.

ეს იგივეა, ივანიშვილს ადამიანი თავის სარდაფში ჰყავდეს გამომწყვდეული. მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან.

ეს ძალიან საშიში პრაქტიკაა, რომელიც შეიძლება, ნებისმიერს დაატყდეს თავს“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...