spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "თბილისის მერია ქუჩაში ბანერების გაკვრაზე ნებართვას...

კახა კალაძე: “თბილისის მერია ქუჩაში ბანერების გაკვრაზე ნებართვას არ გასცემს, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება”

შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სოცმედიაში გავრცელებული ბანერები, რომელზეც ახსნილი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები, დაარეპორტეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც დემოკრატიაზე საუბრობენ:

ეს იყო უწყინარი ბანერები, რომლებიც ხსნიდა, რას ემსახურება რეალურად კანონი, რატომ არის გამჭვირვალე, რატომ არ არის რუსული. ე.წ. შლეიფი მოიფიქრეს და ამბობენ „რუსული კანონია“. სიღრმეში კი არავინ შედის. დაუსვით ამ ადამიანებს ეს შეკითხვა, რატომ არის რუსული კანონი. რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გაგცემენ, არგუმენტი არ აქვთ. აქ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩვენ ხომ გვესაუბრებიან, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ადამიანები არ უნდა შეიზღუდონო. ამავდროულად, ნახეთ, სოციალურ ქსელში განთავსდა ბანერები, რომელიც ინფორმაციას შეიცავდა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. არ მოეწონათ. ვის ინტერესებშიც შედის, რომ ეს კანონი მიღებული არ იყოს, მაშინვე ყველაფერი დაარეპორტეს. ეს არის რეალობა. ჩვენ შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ.

საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს და ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და განვითარებისთვის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დგას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის ქუჩებში განთავსებულ ბანერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონდამრღვევი პირები კი, აუცილებლად დაჯარიმდებიან.

მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, საუბარია ორივე მხარეზე, ვინც ბანერები განათავსა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...