spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "კი ევროკავშირს - არა რუსულ კანონს,...

გიორგი ვაშაძე: “კი ევროკავშირს – არა რუსულ კანონს, ერთიანი, ძლიერი ქართველი ერი, აუცილებლად შეაბიჯებს ევროკავშირში”

არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში რუსულმა კანონმა არასდროს განსაზღვროს ჩვენი ბედი“, – ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა

ვაშაძის თქმით გასული წლის შემდეგ ხელისუფლებამ კანონი შემოაბრუნა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის გზას ააცილოს:

გასულ წელს, სწორედ აქ ერთად ავღნიშნეთ ქართველი ხალხის გამარჯვება, როდესაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი. დიახ, იმ რუსული კანონის უკუგდებით, რომელიც შარშან შემოიტანა ივანიშვილის პარტიამ, ამის საპასუხოდ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და დაამარცხა ერთით ნოლი ივანიშვილის პარტია.

მაგრამ დღეს ხელისუფლებამ ისევ ხელახლა შემოატრიალა კანონი, შემოატრიალა კანონი ერთი მიზნის გამო, რომ აგვაცილოს ევროპული ინტეგრაციის გზას. მას არ უნდა განვითარებული ერთიანი საქართველო, ევროკავშირის ღირსეული წევრი საქართველო, მას უნდა დაჭაობებული საქართველო, სადაც სიღარიბეს, ფასების ზრდას, უმუშევრობას, მიგრაციას მიაქვს ეს ქვეყანა. სადაც იქნებიან თვითონ ზემდიდრები ხალხი იქნება უკიდურესად ღარიბი.
და დღეს აქედან ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ.

ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში რუსულმა კანონმა არასდროს განსაზღვროს ჩვენი ბედი. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს.

გასულ წელს ერთით ნოლი გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, წელს კი საბოლოო გამარჯვებას ივანიშვილის ანტიქართულ ძალაზე აუცილებლად მოვიპოვებთ.

წინ ევროპული კავშირისკენ, კი ევროკავშირს – არა რუსულ კანონს. მთავარი რაც ამ ბრძოლაში გვჭირდება არის ერთიანობა და ამ ერთიანობას დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ვაჩვენებთ. ერთიანი, ძლიერი ქართველი ერი, აუცილებლად შეაბიჯებს ევროკავშირში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...