სამშაბათი, ივნისი 17, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას,...

კახა კალაძე: ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ. ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი

თბილისის მერი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას, სადაც მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელების დამსახურებაა და არა ფეხბურთის ფედერაციის.

კახა კალაძემ მავნებლური უწოდა პარტია „ლელოს“ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია:

აქედანაც კარგად ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად არ გაუხარდათ ეროვნული ნაკრების გამარჯვება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფეხბურთელების დამსახურება. თუმცა, მხოლოდ ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, ერთიანი გუნდი რომ არ იყოს.

ფეხბურთში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გატარებული და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ ითამაშოს საუკეთესოდ მინდორზე. ამისთვის მთლიანად ხელისუფლება და ზოგადად ფედერაცია არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს.

ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში, მოახერხა ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. ამას უდიდესი გავლენა აქვს ყველაფერზე, მათ შორის სპორტზეც. ნახეთ, ბოლო წლებში სპორტში რამდენი გამარჯვება, წარმატება და მედალი გვაქვს. ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოაფრინა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ. ასეთ დამოკიდებულებებს კი, მოაქვს შედეგი:

ფედერაცია ყველა პირობას ქმნის ფეხბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის – ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალი მოედნები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და ა.შ. არ ვიცი საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, რა შეხება აქვს ფეხბურთთან ან იცის თუ არა, რა არის ფეხბურთი. მინდა ვუთხრა მას, რომ ყველა ამ დეტალს მნიშვნელობა აქვს.

საზოგადოებამ არ იცის და ვიტყვი, იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც თავის კლუბში ცოტა გვიან ჰქონდა თამაში. იმისთვის, რომ ისინი სწრაფად ჩამოსულიყვნენ და სანაკრებო თამაშებისთვის მომზადებულიყვნენ, ფედერაციამ ჩარტერით ჩამოაფრინა. ეს დამოკიდებულება არსებობს ფედერაციის მხრიდან და სწორედ ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი.

გულშემატკივრებს მივმართავ – არ მიაქციოთ ასეთ ბოროტ ადამიანებს ყურადღება. კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, ხომ გახსოვთ მათი სახეები? ახლაც იგივე დღეში არიან. მათ არცერთი გაუხარდათ და არც – მეორე. საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს და ჩვენი ერთობით, ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებასაც მალე მიაღწევს“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია” – კახა კალაძე

"განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ",...

“ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ...

„არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...