ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს კაცი ნანახი გვყავს პრემიერ მინისტრად პანდემიისას, სახლში...

“ეს კაცი ნანახი გვყავს პრემიერ მინისტრად პანდემიისას, სახლში რომ გამოკეტა მთელი საქართველო, იძულებითი უმუშევრობისთვის გაწირა” – ნინო ჯანგირაშვილი გიორგი გახარიაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “ახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას კონკრეტულ გზავნილებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

გახარიას დაპირებას უმუშევრობის დაზღვევაზე, ანუ უმუშევრად დარჩენილებს რომ 950 ლარს დაურიგებს, აქტიურად განიხილავენ ფეისბუქზე. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ცრუ და ვულგარული დაპირება, განსაკუთრებით მის ავტორს თუ გავითვალისწინებთ.

ეს კაცი ნანახი გვყავს პრემიერ მინისტრად პანდემიისას, სახლში რომ გამოკეტა მთელი საქართველო, იძულებითი უმუშევრობისთვის გაწირა და კომპენსაციაზე არ უფიქრია, მერე მგონი ორასი ლარები მიუგდო ვიღაცეებს. მოსპო ქვეყნის ეკონომიკა წინსწრებით, ოღონდ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კოვიდით სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში მაინც მოწინავე აღმოჩნდა და 231 ქვეყანაში, სადაც აღრიცხვიანობა მიმდინარეობდა და ოფიციალური სტატისტიკა დევს, 8–ე ადგილზე გავიდა.

მის მყუდრო გადაცემას ვუყურე გუშინ, მის მიერ შერჩეულ ჟურნალისტთან რომ ჭუკჭუკებს ხოლმე, ჩვეულებრივ მედიას წარბაწეული უყურებს, აროგანტულად. არ სტუმრობს.

მემარცხენე ვარო. რა გამოგვეპარა, როდის გახდა მემარცხენე, არ ვიცი. მთავარი აქ რა არის – წინასაარჩევნოდ მგონი ყირაზე გადავა ყველა და კაი გაძლება მოგვცეს ღმერთმა ამდენი სისულელის და ტყუილ–მართლის გარჩევაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...