spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"12 წელია ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი ქოცებს აქებენ"...

“12 წელია ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი ქოცებს აქებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს მმართველი პარტიის პოლიტიკასთან დაკავშირებით:

,,სანამ ივანიშვილი ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებდა, ის ამბობდა, რომ საქართველო “პატარა სოფელია”, რომელმაც თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

ახლა, როცა ოლიგარქს სახელმწიფო მიტაცებული აქვს, მისი მარიონეტები ყოველდღიურად ეჯგიმებიან მეგობარ დასავლეთს. აი, მაგალითად, უშუბლისძარღვო კალაძე:
საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ დააკავონ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია“.

გახსენდებათ ერთი მსგავსი განცხადება ოკუპანტი რუსეთის მიმართ? ერთი მაინც – 12 წლის მანძილზე.

ვერ გაგახსენდებათ, რადგან 12 წელია, ქოცს ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც რუსს არ მოეწონებოდა. 12 წელია ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი ქოცებს აქებენ.

ან კი რატომ არ შეაქებენ, როცა ასეთი მონურად ერთგული მთავრობა აქ არასდროს ჰყოლიათ?“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...