შაბათი, ივლისი 12, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ევროპაში არავის აღარ აინტერესებს" -...

“სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ევროპაში არავის აღარ აინტერესებს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით:

,,რაც შეეხება სააკაშვილს – მერწმუნეთ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ევროპაში არავის აღარ აინტერესებს. არ არსებობს ასეთი საკითხი – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსი ან ქართველი პოლიტიკოსი. არსებობს სააკაშვილის საკითხის ჰუმანიტარული განზომილება. სხვა არაფერი.

სამწუხაროდ, ევროპელების მიერ სააკაშვილის ჰუმანიტარულ განზომილებაში დაყენებულ საკითხს, დღევანდელი ხელისუფლება და ,,ოცნება” აძლევს პოლიტიკურ შეფერილობას. ამას იყენებს ჩვენი მოქალაქეების დასაშინებლად.

მერწმუნეთ, სააკაშვილი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი ევროპაში აღარ არსებობს. მე არ ვიცი, შეიძლება როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი ვინმეს აღელვებდეს და აინტერესებდეს, მაგრამ როგორც ქართველი პოლიტიკოსი – არ არსებობს. ის არსებობს ევროპაში და ევროპარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ განზომილებაში. იმიტომ, რომ ამ ხალხს, როგორც ჩანს, მასთან უმუშავია, რაღაც პირადი კავშირები აქვთ და ა.შ.

მაგრამ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული განზომილება. ამას, სამწუხაროდ, ,,ოცნება” და დღევანდელი ხელისუფლება იყენებს. ამას ასაღებს საქართველოს მოქალაქეებს, თითქოს ევროპაში ვინმეს უნდოდეს სააკაშვილის ან ხელისუფლებაში დაბრუნება, ან რაღაცა მხარდაჭერას მას უცხადებდეს. ეს არის სრული ტყუილი, რომელსაც, სამწუხაროდ, ერთი მხარეც, ხელისუფლებაც და ,,ნაციონალური მოძრაობა” ხანდახან ამას იყენებს. სინამდვილეში, ამ ,,ნაციონალურ მოძრაობას” სულ ფეხებზე ჰკიდია, მე რასაც ვუყურებ, მიშა სააკაშვილის ჰუმანიტარული განზომილება. ერთადერთი ფიქრობენ, როგორმე რაღაც იქნება პოლიტიკურად გამოიყენონ.

მთავარი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ევროპაში არავის მიშა სააკაშვილი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, აღარ აინტერესებთ. მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის ჰუმანიტარული განზომილება არსებობს – ეს ლოგიკურია და გასაგები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...