spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: "საპენსიო რეფორმები ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც...

არჩილ თალაკვაძე: “საპენსიო რეფორმები ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა”

პირველ რიგში, იმ წლებისთვის, იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის, მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იღებს პენსიას. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენთვის გადმოეცათ ეს ქვეყანა ისე, როგორც მათ შეძლეს. დღეს ჩვენ მათ საქმეს ვაგრძელებთ და ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, დაცულია უსაფრთხოება, გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს შეეხო და ყურადღება საპენსიო ფონდის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი საქმე გაკეთდა ქვეყანაში – დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპული პერსპექტივა დაბრუნდა საქართველოში, განახლდა ინფრასტრუქტურა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დღეს ბევრად უფრო ევროპულია. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და საპენსიო რეფორმები ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

ოპოზიციიდან დღეს არავინ არ ახსენა ის, რომ ჩვენ საპენსიო ფონდი შევქმენით. ფონდი ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ მომავალში უკვე ევროპული მოდელით და შრომის მოცულობის შემოსავლებზე დაფუძნებით, უფრო სამართლიანი და ეფექტური საპენსიო პოლიტიკა აწარმოოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ პენსიონერი მოსახლეობის ხმებით ვაჭრობაში ადანაშაულებს, რაც საზოგადოების სიცრუეში შეყვანას ემსახურება. „პენსიების საკითხი წინასაარჩევნოდ კი არ გაგვახსენდა, პირიქითით, ჩვენ ჩავხსენით საარჩევნო ვაჭრობებიდან პენსიების თემა. პენსიონერების ხმებით ვინმეს რომ არ ევაჭრა, ზუსტად ამიტომ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რომლითაც პენსია პირდაპირ დაუკავშირდა და მიება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

ძვირფასო პენსიონერებო, ძვირფასო თანამოქალაქეებო თქვენ დღეს ოპოზიციის დაპირება აღარ გჭირდებათ და არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება აღარ გჭირდებათ, რომ თქვენი პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. ეს უკვე კანონით არის გარანტირებული! ვინც არ უნდა დაგპირდეთ და რასაც არ უნდა დაგპირდეთ, მაგისთვის ხმის მიცემა თქვენ აღარ გჭირდებათ. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს თემა საერთოდ გამოვიტანეთ პოლიტიკური ვაჭრობის სივრციდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საზოგადოებას წინა ხელისუფლების დროს არსებული საპენსიო სესხების განაკვეთიც შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდა და დღეს 26% შეადგენს.

რაც შეეხება ისტორიას – რამეს ხომ უნდა შევადაროთ დღეს რა გვაქვს და ადრე რა იყო. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების პერიოდში საპენსიო სესხზე ანუ პენსიონერებისთვის გაცემულ სესხზე განაკვეთი 100-დან 200%-მდე მერყეობდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ ხელისუფლება, ცოტა ხანში ბანკებმა 80%-მდე დაწიეს ეს ციფრი, შემდგომ 53%-მდე, შემდეგ წლებში 42%-ზე ჩამოვიდა, შემდგომ 33%-მდე შემცირდა და შემდეგ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ 26% გახლავთ ახლა საპენსიო სესხების განაკვეთი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ასევე პოპულიზმია იმაზე საუბარი, რომ თითქოს სხვა ბანკებს საპენსიო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა არ ეძლევათ. „აქაც პოპულიზმს და ხალხის მოტყუებას უნდა დაანებოთ თავი, რომ თითქოს სხვა ბანკებს ძალიან უნდათ საპენსიო პორტფელი ჰქონდეთ და ჩვენ მხოლოდ ერთ ბანკს ვაძლევთ ამის საშუალებას. ეს არის მტკნარი სიცრუე! ნებისმიერ ბანკს შეუძლია საპენსიო პროდუქტით ამ ბაზარზე შემოვიდეს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. როგორც ჩანს არ არის ეს მათი კომერციული ინტერესის საგანი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეტყნებულ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...