შაბათი, ივლისი 12, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება,...

გიორგი ვაშაძე – ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება, ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება

მთავრობის განცხადება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ნიშნავს, სამწუხაროდ, რომ შემდგომ ოთხ წელიწადში, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა საპენსიო სესხის კუთხით, ვიდრე მათ აქვთ აღებული,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მთავრობის საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი არ არის, ვინაიდან პენსიონერთა რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება, რათა პენსიონერებისა და მოქალაქეების ძარცვა და გაღარიბება დასრულდეს:

მთავრობის განცხადება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ნიშნავს, სამწუხაროდ, რომ შემდგომ ოთხ წელიწადში, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა საპენსიო სესხის კუთხით, ვიდრე მათ აქვთ აღებული.

26% კატასტროფაა ხალხო, როგორ შეიძლება ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიდნენ პენსიონერები ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება, ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება, ეს არის ის, რაც გვჭირდება.

ჩვენ გვჭირდება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარება და წინსვლა, რომ ყოველწლიურად პენსიონერს გაეზარდოს პენსია და ეს უბედური, კაბალური პირობების საპენსიო სესხები, ერთხელ და სამუდამოდ, ჩავაბაროთ წარსულს. მძარცველები, რომლებიც პენსიონერების ხარჯზე მდიდრდებიან, უნდა ჩავაბაროთ წარულს.

რაღაც ორ კაპიკს გადაუგდებენ პენსიონერებს, მაგრამ საბოლოოდ მათთვის არაფერი არ იცვლება, ამიტომ, მივმართავ პენსიონერებს, მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მოვიდა ცვლილებების დრო, ხელისუფლება, რომელიც გძარცვავთ თქვენ, უნდა ჩავაბაროთ წარულს და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, პენსია უნდა იყოს ღირსეული, არ უნდა ძარცვავდეს ის საბანკო სექტორი, რომელმაც 3 მილიარდიანი მოგება დაწერა გასულ წელს და ახლა რაღაც კაპიკები პენსიონერებს და თვითონ ბედნიერები არიან, ეს მიღწევად ვერ ჩაირთვლება, კიდევ ვიმეორებ, ყველა პენსიონერს ოთხი წლის მანძილზე, ორჯერ მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ აქვთ გამოტანილი სესხის სახით, ეს რა სამართალია, სად ვცხოვრობთ და ახლად გამწესებულ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მივმართავ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კარგია და მისასალმებელია? ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ეს წარმატებად,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...