“ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი არაფერი გვინახავს, ღობეც კი წაიღეს. ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მლნ ლარი დახარჯეს,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, ქუთაისში ელექტრომანქანების ქარხნის აშენება „ოცნების“ მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა:
“ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი არაფერი გვინახავს, ღობეც კი წაიღეს. ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მლნ ლარი დახარჯეს.
კალაძე გამოდის, სმარტფონში ექნება აპლიკაცია ყველა მოქალაქესო, აეროდრომის ტერიტორიაზე ჰქონდათ ეს პრეზენტაცია და მივცემთ სმარტფონებსო და ელექტრო მანქანებს ასე გამოიძახებენო და ჩვენთან წარმოებული ელექტრომანქანა მივა მასთანო.
ამოვიღეთ ვიდეო და ორჯერ გააკეთეს, თითო პრეზენტაცია ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდათ. რაიმე გვინახავს აეროდრომის ტერიტორიაზე?
დაცინვაა ამათი მიდგომა, ტყუილი, ტყუილი და ტყუილი, დავამთავროთ ეს და მივხედოთ საქმეს,“ – განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს