შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს პარლამენტმა ვერ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ ის...

“საქართველოს პარლამენტმა ვერ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომლებიც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი” – ანრი ოხანაშვილი “საერთო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილ და შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განცხადებას აკეთებს ვენეციის კომისიის დასკვნაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ და შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით:

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას ,,საერთო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შეტანილ და შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რის შესახებაც ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ.

ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტმა სრულად მიიღო მხედველობაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული. ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მასშტაბურად გადაისინჯა ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ” და მოწესრიგდა შემდეგი საკითხები:

პირველი – დაიხვეწა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის წესი. ყველა მოსამართლე დაინიშნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის სტანდარტებით.

მეორე – მოსამართლის განწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმატებით გასაჩივრების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს დაევალებათ სათანადოდ გაითვალისწინონ საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება.

მესამე – უზენაეს სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ, მიკერძოების დადგენის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის წევრს შეეზღუდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობა.

მეოთხე – უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილი სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი სტაჟი 10 წლიანი სტაჟით იცვლება.

მეხუთე – იუსტიციის მოსამართლე წევრობის კანდიდატებს მიეცათ უფლება კენჭისყრამდე წარუდგინონ თავიანთი ხედვა მოსამართლეთა კონფერენციას. დადგინდა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას პარლამენტში მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება.

მეექვსე – იკრძალება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა რომელიმე 6 თვიან პერიოდში. ასევე, იკრძალება პარლამენტის მიერ ერთი და იმავე სესიის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი წევრის არჩევა.

მეშვიდე – ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი, მოსამართლის თანხმობის გარეშე, მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან მცირდება 1 წლამდე. ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.

მერვე – ზუსტდება მოსამართლის მიერ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის შესახებ ნორმის შინაარსი.

მეცხრე – მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი კვორუმი სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან 2/3-მდე იზრდება.

მეათე – დადგინდა შესაბამისი სასამართლო აქტების, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის დაშტრიხვის გარეშე გაცემის წესი.

საქართველოს პარლამენტმა ვერ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომლებიც ბუნდოვნად იყო წარმოდგენილი, სამართლებრივ მოსაზრებებს არ ეფუძნებოდა ან ევროკავშირის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა’’, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...