spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე...

“გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, აბდუქციის მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცების შვილების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა/ინიციატივა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას ახალი საერთაშორისო პროგრამა/ინიციატივის შესახებ აცნობებს, რომლის განხორციელებასაც “Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ს დამფუძნებელ და ორგანიზატორ, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრ სოფო ჭყონიასთან ერთად გეგმავს:

გადავწყვიტეთ, სოფო ჭყონიასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკარგული და დარჩენილი ბავშვების, აბდუქციის მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცების შვილების, სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარების საერთაშორისო პროგრამა/ინიციატივა.

მინიმუმ 15 ათასი ასეთი უკრაინელი ბავშვია გატაცებული უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არის იძულებით გაშვილებული ოკუპანტი ქვეყნის ოჯახებში და განთავსებული ბავშვთა სახლებში, ამ ომს უკვე 535 ბავშვი ემსხვერპლა, ბევრ ბავშვს დაუხოცეს მშობლები, მაგრამ მათ ეძებენ ნათესავები და უკრაინის სახელმწიფო.

ჩემი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის პირობებშიც კი, განსაკუთრებით განვიცდი ბავშვების ტრაგედიას, როგორც მშობელი და როგორც უკრაინის ქართველი მოქალაქე.

სოფო ჭყონიას აქვს ჰუმანიტარული საქმიანობის დიდი გამოცდილება, ვთხოვ ყველა ჩემს მომხრეს რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში – ჩაერთონ ამ საქმეში, მოგვეხმარონ ინფორმაციის შეგროვებაში და ბავშვების გაყვანაში.

ჩვენ გვექნება საკუთარი Youtube არხი, სადაც ოპერატიულად მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას, ინიციატივა ამუშავდება 2 აგვისტოს, გთხოვთ, მომაწოდოთ სრული ინფორმაცია მისამართზე: forhelp118@gmail.com“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

კახა კალაძე მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...