ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების გიორგი ვაშაძის და სერგო ჩიხლაძის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერების გიორგი ვაშაძის და სერგო ჩიხლაძის ოფიციალური შეხვედრები ვაშინგტონში

19 ივნისს, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოს მოსახლეობის გზავნილები გაჟღერდეს ამერიკაში, რომ ქართველი ხალხის ნებაა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება, რომ ეს არჩევანი საქართველოს მოსახლეობამ დიდი ხანია გააკეთა და მტკიცედ იცავს მას.

,,ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა ცდილობს მიზანმიმართულად გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, რომ პირიქით, გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა“,განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერ ლიდერებს უკვე ჰქონდა შეხვედრები სენატორ ჯინ შაჰინის ოფისში, სენატორსა და მის წარმომადგენლებთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), IRI-სა და კონგრესის საგარეო კომიტეტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან.

ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში განსახილველი თემებია – თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო რეჟიმები და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც შეხვედრებიდან ირკვევა, ამერიკელი პარტნიორები სრულ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, ამასთან, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

პარტნიორების სურვილი არის, რომ საქართველო სწრაფად რეფორმირდეს, დაუახლოვდეს NATO-ს, ევროკავშირს და გახდეს განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე“, – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

საქართველო, გეოპოლიტიკური მდებარეობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში. შესაბამისად, ქვეყნის ევროპული კურსი ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს, როგორც საქართველოში, ასევე, მთელ რეგიონში.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების შეხვედრები აშშ-ში გრძელდება. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე პარტნიორების მხრიდან იგრძნობოდა მაქსიმალური კეთილგანწყობა და მხარდაჭერა. ამასთანავე, დაინტერესება, ჩართულობა და დახმარების სურვილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

არის ერთსულოვანი განწყობა, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვეთ. და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება „NATO“-სა და ევროკავშირის წევრი და იქნება ცივილიზებული სამყაროს მძლავრი პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მალე ბევრი დაჭერილი და გაკულაკებული რომეოები გვეყოლება” – ნინო ჯანგირაშვილი

ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებისას კონკრეტულ მოლოდინებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიას"...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა – დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები”...

ძვირადღირებული ჩანთების თემის ერთგვარ "პოლიტეკონომიურ" გარჩევას ახდენს პარლამენტის ყოფილი...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...