ორშაბათი, აპრილი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რომ საქართველოს როდესმე აქვს გადადგმული ნაბიჯი დასავლეთის...

“ის, რომ საქართველოს როდესმე აქვს გადადგმული ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგ, ეს არის სიცრუე“ – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9 ივნისს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. ვიზიტის განხორციელებამდე კი კონკრეტული კომენტარები კეთდება ქვეყნის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებსა და რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასება-განმარტებები გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ:

,,ეს ინტერპრეტაციები არის სპეკულაციური, რაც მოყვა პრემიერ-მინისტრის განცხადებას. რეალურად, საქართველო და შემდგომში – უკრაინა, რუსეთის თავდასხმის ობიექტები გახდნენ იმიტომ, რომ ჩვენ გვსურდა და გვსურს, რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მომავალთან დაკავშირებით.

გვესმის, რომ იქნება ბევრი სპეკულაცია, ცრუბრალდება.

ის, რომ საქართველოს როდესმე აქვს გადადგმული ნაბიჯი დასავლეთის წინააღმდეგ, ეს არის სიცრუე. ჩვენ არასოდეს არ გვიღალატია იმ ღირებულებებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. ამის ერთი მაგალითიც კი არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალკავაძემ.

ინფორმაციისთვის: გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიჰაელ როტი განცხადებას აკეთებს და გარმარტავს, რომ მნიშვნელოვანია მომავალი 2 თვის განმავლობაში საქართველომ ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციით გათვალისიწნებული პუნქტები შეასრულოს:

,,ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საკითხი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი. ვერ ვხვდები რატომ წარმოადგინეს პოლიტიკოსებმა ეს კანონპროექტი, რომელიც რუსულს ჰგავს. ჩვენ, პირველ რიგში, ერთიანი ფასეულობების მქონე კავშირი ვართ. ევროკავშირი არ არის უბრალოდ ერთიანი ბაზარი. ამიტომ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში მოვუწოდებ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეხედონ, როგორც პარტნიორს და არა როგორც მტერს.

ჩვენ ველით თქვენგან, რომ შეასრულებთ პირობებს. იმედი მაქვს, რომ მომდევნო 2 თვეში გააკეთებთ ბევრს დეოლიგარქიზაციის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით. არავის სურს, რომ ჭკუა ასწავლოს საქართველოს. ვფიქრობ, ხალხმა აქ, თქვენს ქვეყანაში ხმამაღლა თქვა თავისი სათქმელი, ამიტომ გახსენით კარტი. ჩვენ ის უკვე გახსნილი გვაქვს და ახლა თქვენი ჯერია, რომ საშინაო დავალებები შესრულდეს. გერმანია მზად არის ააშენოს ხიდები.

საქართველომ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეოლიგარქიზაციაა, რომელიც გადამწყვეტია კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის.

მე ძალიან გამაღიზიანა თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლებიც რუსულ ნარატივს ძალიან ჰგავდა. არ მესმის რატომ უნდა იმეორებდეს ასეთ პროპაგანდას იმ ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობს“, – განაცხადა მიჰაელ როტიმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...