spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძემ ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

თორნიკე რიჟვაძემ ევროპის სოფლის ტურიზმის ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის სოფლად ტურიზმის გენერალურ ასამბლეას და სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრო, რომელიც ბათუმში იმართება და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა გაიზიარონ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, როგორც საოჯახო სასტუმროების მართვის, ასევე სოფლად ეკო ტურიზმის განვითარების კუთხით.

როცა ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, რომლის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებელი გვაქვს ყველა მიმართულებით, ეს არ არის ეფემერული საკითხი, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელიც თითოეულ ოჯახს ცხოვრების უკეთეს პერსპექტივას უქმნის. ამ სახის ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ უფრო სწორად და მდგრადად განავითარონ აჭარაში ეკო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის განვითარება იგრძნობოდეს ყველგან, სოფლად და ქალაქად“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა ბათუმში წელს პირველად ტარდება, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას კი აჭარა მეოთხედ მასპინძლობს. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტია. კონფერენციაში მონაწილეობას ტურიზმის სფეროს ექსპერტები და წარმომადგენლები ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ფინეთიდან, ლიეტუვადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებენ. ჯამში, ევროპის გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

კონფერენციის გახსნას აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...